ალოე ვერას წვენი – ძლიერი ნატურალური ბიოსტიმულატორი – 6 რეცეპტი თერაპიისთვის

ალოეს კოქტეილი ნამდვილი განძია მათთვის, ვისაც ენერგიით დატვირთვა და ვიტამინური თერაპია სურს. ალოეს სამკურნალო თვისებები მთელ მსოფლიოშია დადასტურებული. წარმოგიდგენთ 6 ორიგინალურ და სასარგებლო რეცეპტს.

სასმელები

ჩაი ალოეთი

ალოე ვერა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებაა. დაამატეთ მცენარის წვენი ჩაიში ყოველდღე. 200მლ ჩაიზე 1 ჩ.კ. ალოე გამოიყენეთ. ის არამხოლოდ გააძლიერებს იმუნურ სისტემას, ასევე დააჩქარებს მეტაბოლიზმს.

მატონიზირებელი წყალი
გამოსაფხიზლებელი დილის ნაყენი ალოეთი ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში ტონუსში ამყოფებს. აურიეთ 1 ს.კ. ლიმნის წვენი და 1 ს.კ. ალოე ადუღებულ წყალთან. გაათბეთ ცეცხლზე, სანამ ინგრედიენტები არ გაიხსნება. გააცივეთ და დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. მიიღეთ საუზმემდე 30წთ-ით ადრე.

კოქტეილი გახდომისთვის

ეს წვენი სჯობს სადილის შემდეგ დალიოთ. ანანასი ცხიმებს წვავს, კიტრი ატენიანებს, ალოე კი საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას ამსუბუქებს. საბოლოოდ გახდომისთვის მშვენიერ საშუალებას ვიღებთ. 1 ჭიქა წყალზე აიღეთ 1/2 კიტრი, ანანასის ნაჭერი და 1 ს.კ. ალოე. აურიეთ ბლენდერში სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

გამწმენდი სმუზი

ძალიან გემრიელი და ვიტამინებით სავსე ელექსირის რეცეპტი მოიცავს 1 მწვანე ვაშლს, 1 კიტრს, 1 მსხალს, 1/2 ალოეს ფოთოლს და ქურქუმას. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და აურიეთ. სმუზი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად

მრავალკომპონენტიანი წვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს და ინფექციებს ებრძვის. მის მოსამზადებლად 2 ჭიქა ყურძენი, 3 კივი, 1 ფორთოხალი, 5 სალათის ფოთოლი, 1 ალოეს ფოთოლი და 2 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. გაასუფთავეთ ხილი ქერქისგან და მოათავსეთ ბლენდერში. მიიღებთ სმუზს, რომელიც სადილამდე 30წთ-ით ადრე უნდა მიირთვათ.

ალოე მარწყვით და ფორთოხლით

ეს სასმელი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და საკვების მონელების სისტემას გააუმჯობესებს. ფორთოხლის, ალოეს და მარწყვის შეხამება ძლიერ ანტიოქსიდანტს განაპირობებს. აიღეთ 4 მარწყვი, 1 ფორთოხლის წვენი, 1 ს.კ. ალოე და 1/2 ჭიქა წყალი. მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში და აურიეთ. მშვენიერი დილის კოქტეილი მზადაა!

ალოე ვერას წვენი ნებისმიერი დიეტის მშვენიერი დანამატია. თუ ორგანიზმის გასუფთავება, რამდენიმე კილოგრამის დაკლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ, გადადით დაბალანსებულ კვებაზე ნაკლები ცხიმით.

ამ სასმელებისთვის სჯობს ალოეს ძველი ფოთლები გამოიყენოთ. გამოიყენეთ მხოლოდ სირბილე ან წვენი. ფოთლის გარსი გადააგდეთ.

კომენტარის დატოვება