ფორთოხალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ხილადაა მიჩნეული. მისი ფერი, არომატი და გემო კარგ განწყობას გვიქმნის, ვიტამინები ინფექციებისგან და ვირუსული დაავადებებისგან გვანთავისუფლებენ. ყოველ ჯერზე, ფორთოხლის მირთმევისას სადღესასწაულო ატმოსფეროს მუდამ შეიგრძნობთ!
ბევრი თვლის, რომ ფორთოხლის ქერქი უსარგებლოა და მას უბრალოდ ნაგვის ურნაში ისვრიან. თუ თქვენც ასე იქცევით, დროა გაჩერდეთ! გამოიყენეთ ფორთოხლის ქერქი თმისთვის და თავის მოვლისთვის, როგორც ეფექტური საშუალება.
თმის გაძლიერება საშინაო პირობებში
ფორთოხლის ქერქი თმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ეს ანტიოქსიდანტებით და ვიტამინი C-თი მდიდარი წყარო თმის ცვენას ამცირებს და მათ აქტიურ ზრდას უწყობს ხელს. ანთების საწინააღმდეგო თვისების მეშვეობით, ფორთოხლის ქერქი თავის კანს ამშვიდებს და არ აძლევს საშუალებას ქერტლი გაჩნდეს.
თმა პირველი რამაა, რაზეც გარშემომყოფები ყურადღებას ამახვილებენ. თავის მშრალ კანს შეუძლია თმის პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად ქერტლი ან ცვენა. თავის კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ფორთოხლის ცედრა.
ნიღაბი ქერტლის წინააღმდეგ
ინგრედიენტები
- 0,5 ჭიქა ფორთოხლის ქერქი
- 1 ჭიქა იოგურტი
გამოყენება
ფორთოხლის ქერქი და იოგურტი აურიეთ და ბლენდერის ან ხორცსაკეპი მანქანის საშუალებით დაჭყლიტეთ.
დაიბანეთ თავი შამპუნით, შემდეგ დაიდეთ მიღებული მასა თავის კანზე მასაჟური მოძრაობებით.
თავზე საკვებისთვის გამოსაყენებელი გამჭვირვალე წებოვანი პარკი გადაიკარით, ან აბაზანისთვის განკუთვნილი ქუდი. ნიღაბი 2 საათი გაიჩერეთ.
ნღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ბალზამით დაიბანეთ.
მსგავსი საშინაო ნიღბები თავის დაბანის დროს ორი კვირის მანძილზე წაისვით. გაოცდებით, თუ რა სწრაფად გაქრება ქერტლი!
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი
ციტრუსების ქერქისგან დამზადებული ეთერული ზეთი თმის კვებას აუმჯობესებს, ცვენას ამცირებს და ზრდას უწყობს ხელს.
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრას ფხვნილი
- 0,5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
გამოყენება
ფორთოხლის ცედრა გაახმეთ და ფხვნილის მდგომარეობამდე დაჭყლიტეთ.
მიღებულ მასას ზეითუნის ზეთი აურიეთ.
ნიღაბი თმებს შორის, თავის კანზე წაისვით და 30 წთ გაიჩერეთ.
თავი თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნით დაიბანეთ.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ და არამხოლოდ შეწყდება თმის ცვენა, არამედ მას ბზინვარებაც შეემატება!
თმის ცვენის შესაჩერებლად კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი არსებობს. ეს საშუალება დაეხმარებათ მათ, ვისაც ნიღაბის მომზადება და წასმა არ სურს.
ფორთოხლის ქერქის ნაყენი
ინგრედიენტები
- 1ჭიქა ფორთოხლის ცედრა
- 1ჭიქა წყალი
- 1ჭიქა მინერალური წყალი
მომზადება
ფორთოხლის ცედრა შუშის ქილაში მოათავსეთ, დიდი ყელით.
დაასხით წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ცივ, ბნელ ადგილას 3 კვირა გააჩერეთ.
გადაიტანეთ მასა სპრეის ბოთლში. დარჩენილი ქერქი გადაყარეთ.
შეისხით თავის კანზე დღეში 4-5ჯერ. ეფექტის გაძლიერებისთვის, დაატენიანეთ თმა ყოველი დაბანის შემდეგ.
დაჭერით ფორთოხალი დიდ ნაჭრებად და სუფთა, თბილ ადგილას გააშრეთ. შეგიძლიათ ქერქი გაზქურაში დაბალ ტემპერატურაზე გაახმოთ. როგორც კი გაშრება, ბლენდერში დაჭყლიტეთ. მსგავსი ფხვნილი 2-3 თვე კარგად დახურულ ქილაში ინახება.
ასე შეძლებთ თმის პრობლემებთან გამკლავებას. ისინი ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს ჩაგინაცვლებენ.