ანალგინი ტკივილგამაყუჩებელ წამალთა შორის ყველასთვის საყვარელია. ხელმისაწვდომობა და ფასი კი პრეპარატს უფრო მიმზიდველს ხდის. მაგრამ, თანამედროვე კვლევები ანალგინის საშიშ გავლენას ამტკიცებენ.
უნდა დავლიოთ ანალგინი?
ანალგინი დაბლა წევს ტემპერატურას, მაგრამ პარალელურად ჯანმრთელობას ვნებს! სჯობს არ გამოიყენოთ, რადგანაც ამ მიზნებისთვის უფრო კარგი პრეპარატებია შექმნილი.
ანალგინი არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელია. ტკივილის შემცირება ფსიქიკაზე გავლენის მოხდენის გარეშე ხდება. გამაყუჩებელი შესაძლებლობა მას უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ნარკოტიკულ პრეპარატებს. სერიოზული ტრავმების დროს და ოპერაციების შემდეგ ის ნაკლებად ეეფქტურია. ანალგინს მხოლოდ საშუალო ინტენსივობის ტკივილს დროს ურჩევენ: კბილის, მენსტრუალურის, ყურის და სხვა.
პრეპარატის საერთაშორისო სახელებია – მეტამიზოლ ნატრიუმი და მეტამიზოლ სოდიუმი. ფარმაკოლოგები მრავალ პრეპარატს უშვებენ იგივე შემადგენლობით: ბარალგინი, სპადოლზინი, ტორალგინი, ილვალგინი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სახელების, რომელთა უკანაც ცნობილი ანალგინი იმალება.
პრეპარატი იყიდება აბების, ხსნარების და სანთლების სახით. 1 აბში აქტიური ნივთიერებების დოზა – 50-დან 500 მლ-მდეა. მის მიღებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, განსაკუთრებით გვერდით ეფექტებს.
მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, დაალევინონ თუ არა ანალგინი ბავშვებს. არავითარ შემთხვევაში! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ანალგინის მოხმარებას მკაცრად ზღუდავს. 12 წლამდე ბავშვებისთვის და ორსული ქალებისთვის მისი მიღება აკრძალულია.
ანალგინის ხანგრძლივ მიღებას სისხლის დაავადებების გამოწვევა შეუძლია. მცირდება სპეციფიკური ლეიკოციტების რაოდენობა და ორგანიზმი ვეღარ ერევა პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების განვითარებას. შედეგად სერიოზულ ინფექციურ ავადმყოფობას ვიღებთ. ასევე, აღინიშნება ალერგიული რეაქციები და შოკი. რეგულარული მიღებისას ვარდება არტერიული წნევა.
ანალგინის სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოყენება მათ მოქმედებას გააძლიერებს. პოპულარული კომბინირებული პრეპარატებია: ტემპალგინი, პენტალგინი, სპაზმალგონი და სხვები.
როგორც სამედიცინო პრეპარატების უმრავლესობა, ანალგინს მორჩენა არ შეუძლია. მისი მიღება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებშია შესაძლებელი. ხანგრძლივი გამოყენება ახალ დაავადებას შეუწყობს ხელს.