ხავერდას სამშობლო მზიანი მექსიკაა, ევროპაში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანელებმა შემოიტანეს. ინგლისელები ამ ყვავილს ბიბლიური ლეგენდების გამო წმ. მარიამს უკავშირებენ.
ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ ხავერდა სასარგებლო თვისებებით მართლაც “ოქროს ყვავილია”. ისინი სამკურნალო ხასიათით გამოირჩევიან და ბაღის მცენარეებს მავნებლებისგან იცავენ, ასევე ხავერდას კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში იყენებენ.
სამკურნალო ხავერდა
ხალხურ მედიცინაში ყვავილების ნაყენი შარმდენი, ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა. დალიეთ ხავერდას ჩაი და დიარეასა და კუჭის დაავადებებისგან განთავისუფლდებით.
მექსიკელი ინდიელები ხავერდას ნაყენს მეძუძურ დედებს ასმევდნენ, რათა მათთვის რევმატული ტკივილები შეემსუბუქებინათ. ინდოეთში კი ამ მცენარით ეგზემას კურნავდნენ.
ხავერდას სამკურნალო თვისებები თანამედროვე მეცნიერებაშიც დადასტურებულია. აღმოჩენილია, რომ ის აჯანმრთელებს ღვიძლს და თირკმელს, ანთებითი პროცესების შემთხვევაში კი ხსნის ტკივილს. ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს?
შაქრის დიაბეტის საწყის სტადიაზე ის სისხლში შაქრის რაოდენობას შეამცირებს და კუჭქვეშა ჯირკვალზე დადებითად იმოქმედებს. ამ მცენარის ყვავილებშ შემავალი ნივთიერებები კატარაქტას წარმოშობის რისკს შეამცირებს.
ხავერდა უკრაინული ტრადიციული გვირგვინის შემადგენელი ყვავილია, ერთგულების სიმბოლო. მათ გვირგვინში ურთავდნენ იმიტომ, რომ ყმაწვილი მოეჯადოვებინათ: რომ მას არასდროს დაევიწყებინა საყვარელი გოგონას გზა და მუდამ ერთგული დარჩენილიყო. ითვლებოდა, რომ ხავერდა სასიყვარულო ინტერესს იწვევს, ვნებას.
ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ კომპოტებსა და კისელში, როგორც განსაკუთრებული არომატისთვის, ასევე სამკურნალო მიზნით, რათა ორგანიზმს გრიპი და სურდო ააცილოთ.
ხავერდას გამოყენება ხალხურ მედიცინაში
ჩაი მხედველობის გაუმჯობესებისთვის
ჩაიდანში, 0.5 ლ წყალში, 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი, 2 ხავერდას ყვავილი, 3 კალენდულას ყვავილი, 2 ჭინჭარის ფოთოლი, 1 მიწავაშლას ფოთოლი და 2 პიტნის ღერო მოათავსეთ.
დაასხით ჩაიდანს მდუღარე წყალი და პირსახოცით შეფუთეთ. დატოვეთ 30 წთ. დალიეთ ჩაი დღის მანძილზე, ისე რომ ჭიქაში წყალი ემატეთ. დატოვებული მასით შეგიძლიათ თვალები დაიბანოთ.
ხავერდას ყვავილები აუმჯობესებს მხედველობის ხარისხსაც და მდგომარეობასაც. მხედველობის აღსადგენად 1 თვის განმავლობაში ყოველდღე 3 ყვავილი მიიღეთ.
ღვიძლის გამოსაჯანმრთელებლად
ხავერდას 5 ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წთ ნელ ცეცხლზე, გაცერით. მიღეთ 250მლ ჭამამდე დილას და საღამოს. მკურნალობის კურსი 1 თვე, შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ.
პარაზიტებისგან თავდასაცავად
ხავერდას ნაყენი ორგანიზმს პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება. მოსამზადებლად აიღეთ 1 ს.კ. ყვავილი და 300მლ მდუღარე წყალი დაამატეთ. თავზე დაახურეთ საბოლოო გაციებამდე, გაცერით და დღეში 3-ჯერ, საჭმლის მიღებამდე 2 ს.კ. მიირთვით. მკურნალობის ხანგრძლივობა – 2 კვირა.
შაქრის დიაბეტის და კუჭქვეშა ჯირკვალის სამკურნალოს
დიაბეტის შემთხვევაში 50 მუქი შეფერილობის ყვავილს 500მლ წყალი დაასხით და ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში დატოვეთ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 ჩ.კ. მიიღეთ.პანკრეასის დროს ხავერდას ნაყენი ორგანოს მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანთებას ჩააცხრობს და ფერმენტების გამომუშავებას დაარეგულირებს.
სურდოს და ჰაიმორიტის დროს
სუნთქვის შემსუბუქებისთვის ინჰალაცია დაგეხმარებათ. ჩაიდანში 5 ხავერდა მოათვსეთ, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს. შემოახვიეთ პირსახოცი და 5წთ დააყენეთ. ჰაერი შეისუნთქეთ პირით და ამოისუნთქეთ ცხვირით. როცა სუნთქვა თვისუფალი გახდება, ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით.
ნერვოზის დროს
აბაზანა ხავერდას ნაყენით ნერვულ სისტემას ამშვიდებს. გეხმარებათ სტრესულ სიტუაციებში, ხსნის შფოთვას, აღადგენს სულიერ ჰარმონიას, შველის დეპრესიას.
სისხლძარღვების კედელთა გაუმჯობესებისთვის
2 ს.კ. ხავერდა და 1 ჩ.კ. გრაკლა 2 ადუღებულ ჭიქა წყალში მოხარშეთ. დადგით დახურული ჭურჭლით 20 წუთი. დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 ჭიქა.
ხავერდა კულინარიაშიც ფართოდ გამოიყენება. მაგალითად ქართულ სამზარეულოში. საცივი და ხარშო ამ სუნელის გარეშე წარმოუდგენელია. იმერული ყვითელი ყვავილი აუცილებელი ინგრედიენტია.