თუ ვარჯიშის დრო არ გაქვთ, ეს 6 ჩაის სახეობა შეგიძლიათ მიიღოთ. 1 ფინჯანი 1 საათიან ვარჯიშს უდრის.

წყლის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ჩაის მიირთმევენ და ის უდიდესი პოპულარობითაც სარგებლობს. ეს არომატული სასმელი გემრიელი გემოთი გვანიჭებს სიამოვნებას, თუმცა ასევე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავი თვისებით გამოირჩევა.

მაგალითად, სწორი ჩაის დალევა გულის უამრავი დაავადების წარმოქმნის შანსს ამცირებს და ასევე სხეულში ძალიან საჭირო სისხლის წითელი უჯრედების დაზიანებას უშლის ხელს.

არსებობს ჩაის ისეთი სახეობებიც, რომლებიც ვარჯიშის ეფექტის მქონე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის, რადგან ისინი მუცლის ცხიმებისა და ზედმეტი კალორიების წინააღმდეგ საბრძოლველ იდეალურ მინერალებს შეიცავენ. ქვემოთ წარმოდგენილ სიაში სწორედ ასეთი ძვირფასი თვისებების მქონე ჩაის სახეობებია წარმოდგენილი:

1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რადგან საკმაოდ ძლიერი და მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა.

ის ასევე ერთ–ერთი გამორჩეული სასმელია წონის დაკლების პროცესის დახმარების მხრივაც. მისი დალევა მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას იწვევს და სხეულში, განსაკუთრებით კი მუცლის არეში ქონის დაწვის პროცესს აჩქარებს.

2. შავი ჩაი

შავი ჩაი ისეთი ნუტრიციებითაა  გაჯერებული, რომელსაც თეთრი და მწვანე ჩაი არ შეიცავს. მათგან ყველაზე გამოსარჩევი პოლიფენოლია, რომელიც მომნელებელ სისტემაში იმ მჟავების გამოყოფას უწყობს ხელს, რითაც მეტაბოლიზმი უფრო სწრაფდება და წონის კლებას უფრო მეტად იწვევს.

შავი ჩაი ასევე სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებს და დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს. საუკეთსო ეფექტისთვის, მიირთვით 2–3 ფინჯანი დღეში.

3. ოლონგის ჩაი

ოლონგის ჩაი ტრადიციული ჩინური სასმელია და სხვადასხვა ხილის არომატით გამოირჩევა. მისი ძირითადი ფუნქცია და ყველაზე სასარგებლო თვისება მეტაბოლიზმის პროცესის შენელებასთან ბრძოლაა. მასში შემავალი კოფეინის უჯრედები თქვენს მიერ ყოველდღირი მოქმედებების პროცესში ცხიმების დაწვის დონეს აორმაგებს.

4. თეთრი ჩაი

თეთრი ჩაის ფოთლების დაკრეფვა მცენარის მომწიფების საწყის პერიოდში ხდება და ძალიან ფრთხილად მუშავდება. მისი დადებითი თვისებების გამოკვლევა მრავალი წელია მიმდინარეობს და მათ შორის ისეთი პროცესებიც კი გვხვდება, რომელიც კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.

სწრაფი და ეფექტური წონის კლებისთვის ამ ჩაის დალევა მართლაც საუკეთესო გზად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის ჩვენს ორგანიზმში ლიპოლიზს, ანუ ზედმეტი ცხიმის წვის პროცესის ხანგრძლივ მიმდინარეობას უზრუნველყოფს.

5. დარიჩინის ჩაი

დარიჩინის ჩანი თვითონვე შეიცავს დაბალი რაოდენობის კალორიებს და იდეალური საშუალებაა სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად. მისი რეგულარული მიღება კუჭისა და მასთან დაკავშირებულ ორგანოებს წორი გზით ფუნქციონირებისკენ უბიძგებს, რაც პირველ რიგში მუცლის არეში ცხიმების დაწვას იწვევს.

თუ დარიჩინის ჩაის ცოტა თაფლსაც შეურევთ, ასეთი ორიგინალური კოკტეილი თქვენს სხეულში თავიდანვე ხელს შეუშლის ცხიმის გროვების წარმოქმნას.

6. ჯანჯაფირის და ლიმონის ჩაი

ლიმონისა და ჯანჯფაფილის ექსტრაქტის ჩაი ორგანიზმში არსებული ენერგიის გასამმაგებას იწვევს, რაც მეტაბოლიზმის აჩქარებასა და კალორიების წვის პროცესს აჩქარებს.

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ჩაის ეს სახეობა იმუნური სისტემის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს, ასევე აბალანსებს სისხლში შაქრის შემცველობას. სწორედ ასეთი ტიპის ჩაის დალევა მოგიხსნით არასაჭირო შიმშილის გრძნობის შეტევებს.

დამატებით, ამ ჩაის დალევა თირკმელების ფუნქციონირებას აუმჯობესებს, რაც ორგანიზმში სწორედ იმ უჯრედების წარმოქმნას უზრუნველყოფს, რომლებიც ცხიმის გროვების დაშლაზე არიან პასუხისმგებელნი.

კომენტარის დატოვება