მენსტრუალური ციკლი ასაკობრივი ზღვარის მიხედვით, ყველა ქალბატონის ჩვეული მოვლენაა. მაგრამ, ერთი და იგივე ფიზიოლოგიური პროცესი ყველა მათგანს სხვადასხვანაირად გადააქვს. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აშ.
სისხლის გამოყოფა თვიურის დროს
იმის ცოდნა, თუ რა რაოდენობის სისხლი გამოიყოფა მენსტრუაციის დროს, ქალს აძლევს საშუალებას მეტი გაიგოს თავის სქესობრივ ინფექციებსა თუ გინეკოლოგიურ დაავადებებზე.
რა რაოდენობის სისხლი უნდა გამოიყოფოფდეს ციკლის დროს
ითვლება, რომ ნორმალური რაოდენობა დღეში 20-50 მილილიტრს არ უნდა აჭარბებდეს. (2 სუფრის კოვზი სითხე)თვიურის დროს დაკარგული სისხლის საერთო რაოდენობა 250მილილიტრს შეადგენს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს სუფთა სისხლის რაოდენობაა. ძირითადი მასიდან უნდა გამოიყოს ლორწო და სხვა ნაწილაკები. სისხლი გამონადენში 50%-ს იკავებს.
გოგონებს, რომლებსაც ჰგონიათ რომ სულ რამდენიმე წვეთი სისხლი დაკარგეს, მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში დანაკარგი 5 გ სითხეა. თუ საფენს დღეში ორჯერ იცვლით, 10 გ სისხლი გამოიდევნება.
უხვი გამონადენი
ჭარბად ითვლება 15-დან 18 გრამამდე სისხლი. ქალს ამ დროს ტამპონის გამოცვლა ყოველ 3 საათში უწევს. სიჭარბე განსაკუთრებით აღსანიშნავია, როცა საფენს ყოველ საათში იცვლით და ის მთლიანად სველდება.ამ შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ უნდა ესტუმროთ. ცუდი სიგნალია გახანგრძლივებული მენსტრუაციაც. თუ 1 კვირას და მეტხანს გრძელდება, გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.
არასაკმარისი გამონადენი
ცოტაოდენი, მწირი გამონადენი ახალგაზრდა გოგონებს ახასიათებთ, რომელთა ორგანიზმიც ჰორმონალურ სირთულეებს ებრძვის. როცა მისი რაოდენობა სტაბილური არაა და პერიოდი ხანგრძლივდება, ეს ნიშნავს, რომ გოგონას ჰორმონალური ფონი ფორმირდება.
არასაკმარისი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე პათოლოგიური ხასიათი. აუცილებელია გაიგოთ, რომ ცოტა რაოდენობის სისხლი თინეიჯერებისთვის ნორმაა. მოზრდილ ასაკში კი ეს ფაქტი შესაძლოა კლიმაქსის მოახლოებას გატყობინებდეთ.
ცნობა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის სისხლს კარგავს ქალი მენსტრუაციის დროს, ყველასთვის სასარგებლოა. დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ მოსალოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები და მოახდინოთ სწრაფი რეაგირება.