Zeera seeds close-up

10 მცენარე აბების, წვეთების და სიროფების ნაცვლად: აფთიაქის გზა დაგავიწყდებათ.


კულინარიის გარდა, სუნელებს აქტიურად იყენებენ მედიცინასა და კოსმეტიკაში. უკანასკნელ წლებში მათმა მარტივმა გამოყენებამ და მაღალეფექტურობამ დიდ პოპულარობას მიაღწია. აუცილებელია მხედველობაში გქონდეთ სანელებლების სია, რათა იცოდეთ რომელი მათგანი რას კურნავს.

ათასობით წლის განმავლობაში სამედიცინო მცენარეებით მკურნავდნენ ინფექციებსა და ახერხებდნენ ორგანიზმის გამოჯანმრთელებას. ამ სიაში შემავალი სანელებლები აუცილებლად უნდა ჩართოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

10 სამედიცინო მცენარე

ქურქუმა

ის “ყველა ავადმყოფობის” წამლად ითვლება. ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ტკივილის მომხსნელი საშუალებაა. ამშვიდებს ნივთიერებათ ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის და შაქრის რაოდენობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ქურქუმა ასევე წევს ტემპერატურას, კურნავს გაციებას და დადებითაც მოქმედებს ქალისა და კაცის სქესობრივ სფეროზე.

აშვაგანდა 

ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ქალის ნაყოფიერებას, ხსნის დაღლილობას, ანელებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

დარიჩინი

არომატული დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ასევე კურნავს თავის ტკივილს, გრიპს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. გამოიყენება როგორც ნაყენი, ასევე ფხვნილი.

ილი

ილი ხშირად უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს. გამოიყენება ასთმის, გულისრევის დროს. მას იღებენ როგორც ნატურალურ დამამშვიდებელს, აფროდიზიაკს, ანტიოქსიდანტს და ინტოქსიკაციის დროს.

ალოე ვერა

ეს მცენარე მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. რეკომენდირებულია კუჭის დაავადებების დროს. ასევე, მისი წვენი სახის კანიდან პიგმენტური ლაქების მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

ძირა

ის მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი. აძლიერებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აუმჯობესებს მადას, გეხმარებათ გულისრევის დროს და კურნავს დეზინტერიას.

ნიმი

მცენარე ანტისეპტიკურია, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აჯანმრთელებს პირის ღრუს. მედიცინაშ ის სოკოს, ვირუსების დიაპების წინააღმდეგ გამოიყენება. ასევე, კურნავს აკნეს, ალერგიას, ფსორიაზს, ჰეპრესს და ჰეპატიტს.

ქინძი

ქინძი ორგანიზმიდან ცხიმებს გამოდევნის. გამოიყენება არამხოლოდ სუნელი, არამედ იხარშება როგორც ჩაი. მდიდარია ფიტოესტეროგენებით, ასევე ასუფთავებს სისხლს და ანადგურებს პარაზიტებს.

ამლა

ის ერთ-ერთი ძლიერი მცენარეა და ანტიოქსიდანტია. მასში უფრო მეტი ასკორბინის მჟავაა ვიდრე ლიმონში. ნიშნავენ ანემიის, დიაბეტის, გასტრიტის, ოსტეოპოროზის, სისხლდენის დროს.

ძირტკბილა

ის ხველის სიროფების შემადგენლობაში შედის, რადგანაც სამკურნალო თვისებებით ცნობილია. აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ყელს, გაციებას, ხველას, გასტრიტს,გულძმარვას, თავის ტკივილს, ღვიძლს.

სანამ პრეპარატები შეიქმნებოდა, ჩვენი წინაპრები სწორედ მცენარეების მეშვეობით ჯანმრთელდებოდნენ. ისინი ასუფთავებენ ორგანიზმს და ებრძვიან დაავადებებს. მათ მეშვეობით სხეული მუდამ ჰარმონიაშია.

მსგავსი სიახლეები