იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ინსულტი ან გულის შეტევა, საკმარისია მიიღოთ 1 ბანანი და 1 ავოკადო დღეში. სჯობს ერთდროულად. ამ სახით ორგანიზმს განუმეორებელ სარგებელს მოუტანენ.
ვიტამინები და მინერალები
ისინი მდიდარია უნიკალური ნივთიერებებით. ბანანი ვიტამინების – A-ს, E-ს, B6-ის წყაროა. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დაბერების პროცესს აფერხებენ.
ბანანი ფრუქტოზასგან და საქაროზასგან შედგება, რომელთა მეშვეობითაც სხეული არნახული ენერგიით ივსება. ამიტომაც, სპორტსმენები მომენტალური ძალების აღდგენისთვის ფართოდ იყენებენ მას.
ავოკადოც მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებით: A,B,PP,C და D. ასევე ავოკადო ბანანზე მეტ კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს და მაგნიუმს შეიცავს.
გულის ჯანმრთელობისთვის
კვლევების თანახმად, ყოველწლიურად 800 ათასი ადამიანი კვდება გულის პრობლემებით, რომლებსაც მოულოდნელი ინფარქტი იწვევს.
ავოკადო და ბანანი ბევრ კალიუმს შეიცავენ, რაც გულის სწორ მუშაობას განაპირობებს, ძარღვებს ელასტიურს ხდის და ამცირებს ინფარქტის რისკს.
საკვების გადამამუშავებელი სისტემისთვის
ბანანის და ავოკადოს შეხამება ამ სისტემაზეც დადებითად აისახება. ისინი არ აღიზიანებენ კუჭს, არ იწვევენ გულძმარვას და აშ. ბაბანი წარმატებულად გამოიყენება კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებელ მკურნალობებში.
ავოკადო საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ყაბზობის წინააღმდეგ.
ანტიოქსიდანტების წყარო
ბანანის და ავოკადოს ნარები შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანთებას ხსნიან.
ავოკადო შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია დაბერების და გულის დაავადების პროფილაქტიკისთვის.
წონის დაკლებისთვის
დანაყრების შეგრძნების გამო, ბანანი იდეალური საუზმეა დიეტაზე ყოფნის დროს. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, დღეში მხოლოდ 1 საშუალო ბანანი მიიღოთ.
ორივე ხილი გახდომას უწყობს ხელს, რადგანაც მადას აქრობს და განაყრებთ. მათში ბევრი სასარგებლო ცხიმია. სამწუხაროდ, ადამიანები ბანანს მხოლოდ პერიოდულად მოიხმარენ, ავოკადოს შესახებ კი სულ ავიწყდებათ. არსებობს არაჩვეულებრივი საჭმელები, რომლებიც ამ პროდუქტებით მზადდება. წარმოგიდგენთ ავოკადოს და ბანანის სმუზის რეცეპტს.
ავოკადოს და ბანანის სმუზი
ეს სასმელი განსაკუთრებით გამოგადგებათ მზეზე ყოფნის შემდეგ, რათა სითხის ბალანსი აღიდგინოთ.
- 5 ს.კ. ავოკადო
- 1/2 ბანანი
- 1 ჭიქა ნუშის რძე
- 1/4 ჭ გასუფთავებული ნუში
მომზადება
- აურიეთ ბლენდერში ყველა ეს პროდუქტი: რძე, თხილი, ავოკადო და ბანანი.
- დალიეთ ცივად.
ჩვენს ქვეყანაში ავოკადო ეგზოტიკას უკავშირდება და კერძებში იშვიათად იყენებენ, თუმცა ეს ტენდეცია საჭიროა შეიცვალოს. ავოკადოს გამოყენებით უამრავი რეცეპტი არსებობს, რომლებიც მთელი დღე ენერგიით აგავსებენ. არ გადააგდოთ მისი კურკა! ისიც კი სასარგებლოა.