სპორტსმენები, ვეგეტარიანელები და დეტოქსის გურუები მთელი მსოფლიოდან, სუპერსაკვებს ასახელებენ – საშუალოს ჩვეულებრივ საჭმელსა და წამალს შორის.
ძირითადად ესენი ეგზოტიკური ხილია, თუმცა მათ შორის ადგილს იკავებს ჩვეულებრივი ქლიავი.
ქლიავის სარგებელი
ამ პროდუქტს დიდიხანია რაც მითოლოგიაში იყენებენ. სამურაი დამარილებულ ქლიავს დაღლილობის საწინააღმდეგოდ იყენებდა.
გამოყენების წესები
გულის დაცვა
საშუალო ზომის ქლიავი 113 გ კალიუმს შეიცავს, რაც სისხლის წნევას არეგულირებს და ინსულტის რისკს ამცირებს.
საკვების მომნელებელი სისტემის ხსნა
ქლიავი კუჭში სითხის გამოყოფას არეგულირებს და ეფექტურად გამოდევნის ნარჩენებს.
კიბოს პროფილაქტიკა
კვლევებმა აჩვენა, რომ ქლიავში დიდი დოზით ანტიოქსიდანტებია, რაც უჯრედების დაცვისთვისაა საჭირო. მოწითალო-მოიისფრო პიგმენტიც ანტიოქსიდანტია. ის ამცირებს კიბოთი დაავადების შანსს. დღეში 2-3 ქლიავის მირთმევით ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ანტიოქსიდანტებს მიიღებს.
ძვლების გამაგრება
ქლიავი შეამცირებს ოსტეოპოროზის რისკს ქალებში კლიმაქსამდე და მის შემდეგ. ამ ხილის მიღება აძლიერებს იმ ძვლებსაც, რომლებიც ქალური ჰორმონების დეფიციტის გამო უკვე დაზიანებული იყო.
დიაბეტის პროფილაქტიკა
ქლიავის მიღებით შეგიძლიათ აკონტროლოთ სისხლში შაქრის შემცველობა და დიაბეტი თავიდან აირიდოთ.
დაგეხმარებათ წონის დაკლებაში
ერთ ქლიავში სულ რაღაც 30 კალორიაა და ქლიავის დიეტის დაცვა შეგიძლიათ. ასევე, ის დაგეხმარებათ განტვირთვის დღეებშიც. 2-3 დღის მანძილზე მიიღეთ მწიფე ქლიავი ნებისმიერი რაოდენობით და სვით წყალი. ყველა, ვინც მსგავს დიეტას იცავს, 2-5 კილოთი ხდება.
სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლა
ქლიავის სიროფით მკურნალობა აქრობს კიბოს უჯრედების აგრესიულ ფორმებს სარძევე ჯირკვალში. ამასთან, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ჯანსაღი უჯრედები არ ზიანდება.
ტვინის მუშაობის და მეხსიერების გაუმჯობესება
ქლიავში შემავალი ანტიოქსიდანტები ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას ამცირებენ. ასევე, ქლიავი ტვინში ანთებას აცხრობს, რაც მეხსიერებაზე აისახება.
ნერვული სისტემის მხარდაჭერა
ქლიავი B6-ს შეიცავს, რომელიც ნერვულ იმპულსებზე დადებითად მოქმედებს და სისტემის ფუნქციონირებას უწყობს ხელს. “ბედნიერების ჰორმონის” წყალობით, უმჯობესდება ძილი, მადა და კონცენტრაცია.
იმუნიტეტის გაძლიერება
ქლიავში ბევრი C ვიტამინია, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.
შფოთვის აღმოფხვრა
ქლიავის რეგულარული გამოყენება შფოთვისგან განგათავისუფლებთ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს დამამშვიდებელი მჟავა, რომელიც ქლიავშია, ის ებრძვის გაღიზიანებას.
ორსულობის დროს
ქლიავი სასარგებლოა ორსულობის დროსაც. მასში შემავალი კომპონენტები თვალის, ძვლების და უჯრედების ფორმას აყალიბებს. ამასთან, მისი მიღებით ფეხმძიმე ქალი ინფექციებს ებრძვის. დაკვირვებით აარჩიეთ ქლიავის წვენი, მათში შეიძლება ბევრი შაქარი იყოს.
დააკვირდით ფერს, იისფერი ქლიავი, რომელიც ოდნავ გათეთრებულია, დამუშავებული არაა. გაექეცით დაიზანებულ ქლიავს ლაქებით ან რაიმე სახის დაზიანებებით.
ქლიავი კარგია როგორც ცალკე, ასევე კოქტეილებში, სალათებსა და სოუსებში, მაგალითად ტყემალში.