აი, რატომ უნდა შევჭამოთ ყველამ ხამანცკები, განსაკუთრებით ქალებმა.

ადრე, ხამანწკა ნამდვილი დელიკატესი იყო, რომელსაც მხოლოდ მდიდრულ რესტორნებში თუ გასინჯავდით. ახლა ის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ზღვის პროდუქტებს ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ.

ხამანწკა უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ვიტამინებსაც კი უწევს კონკურენციას. წარმოგიდგენთ რჩევებს, როგორ მოამზადოთ და აარჩიოთ ისინი.

როგორ მიირთმევენ ხამანწკას

საფრანგეთში ხამანწკა სუფრის აუცილებელი კომპონენტია. ფერმერები მათ ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. ჩვენს სიახლოვეს კი ისინი შავი ზღვიდან მოიპოვება. 100გ ამ პროდუქტში მხოლოდ და მხოლოდ 72 კალორიაა.

იმისთვის, რომ ხამანწკა სასარგებლო იყოს, აუცილებელია სწორად აირჩიოთ და იცოდეთ როგორ მიირთვათ. ყველა ხამანწკა სუფთა წყალში, სპეციალურ აკვარიუმში უნდა ინახებოდეს. ხამანწკას ყიდვის შემდეგ ის ყინულში უნდა მოათავსოთ და 1 საათის განმავლობაში მიიღოთ.

ხამანწკა გახსნისას ხელში უნდა გეჭიროთ. წვენი გამჭვირვალე უნდა იყოს ხოლო თვითონ მწვანე ან იასამნისფერი ელფერი არ უნდა დაკრავდეს. სუფრაზე ყინულითა და ლიმნით უნდა მიიტანოთ. რაც უფრო დიდია ხამანწკა, მით უფრო დიდიხნისაა და მით უფრო ცუდი გემო აქვს. მათი გამოცხობაც შეიძლება, მაგრამ სასარგებლო თვისებებს კარგავენ.

ხამანწკას შემადგენლობაშია ვიტამინები A,C,D და B, მინერალების დიდი რაოდენობა: მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, იოდი, თაფლი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, ფტორი და ნიკელი. თუთიის მაღალი შემცველობის გამო მას აფროდიაზიაკსაც უწოდებენ.

ხამაწკას სარგებელი

ფტორის მაღალი შემცველობის გამო, ის ამაგრებს ძვლებს და კბილის მინანქარს ზედმეტი დანამატების გარეშე.

აღადგენს იოდეფიციტს ორგანიზმში, აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის  მუშაობას.

აძლიერებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და მოქმედებს გულის კუნთზე.

ხამანწკას ხორცი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, ართრიტის, კანის დაავადებების, ჰორმონალური დარღვევების პროფილაქტიკისთვის.

გშველით ქრონიკული დეპრესიის, გამოუძინებლობის დროს.

აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სისხლიდან გამოდევნის ქოლესტერინს.

ხშირი მიღებისას მხედველობა უმჯობესდება.

ხამანწკით ჩინურ მედიცინაში თავის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატებს ქმნიან.

ხამანწკა სასარგებლოა მამაკაცებისთვის, მასში შემავალი ამინომჟავა ამაღლებს პოტენციას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.

სასარგებლოდ მოქმედებს ქალების ჰორმონალურ ფონზე. ეხმარება ორგანიზმს გამოყოს კოლაგენი.

ადამიანებმა, რომლებიც საკვების მომნელებელ სისტემას უჩივიან, ასევე ორსულმა ქალებმა და მეძუძურმა დედებმა ამ პროდუქტზე უარი უნდა თქვან.

კომენტარის დატოვება