სახსრების ტკივილისგან არავინაა დაზღვეული: როგორც სპორტსმენები, ასევე ადამიანები, რომლებიც უმოძრაო ცხოვრების წესს მისდევენ.
საქმე იმაშია, რომ ხრტილის ქსოვილის და ძვლების შემადგენლობაში კოლაგენია, რომლის სინთეზიც ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. სწორედ ეს ცილა ხდის სახსრებს ელასტიურს.
საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც სახსრების ტკივილისგან გიხსნით, ძვლებს გაამაგრებს და ხრტილის ქსოვილს აღადგენს. ამ უბრალო და ხელმისაწვდომი საშინაო წამლის ეფექტურობა არამხოლოდ ხალხური მედიცინის დამფასებლებლების მიერაა დამტკიცებული, არამედ სპეციალისტების მიერაც. ჟელატინი – ესაა მაშველი, რომელიც მოძრაობას თავისუფლებას დაუბრუნებს.
ჟელატინი სახსრებისთვის
5 გ ჟელატინი ღამით 100გ ცივ წყალში დატოვეთ. დილით ჟელატინი 100გ თბილ წყალს შეურიეთ და წყლიან ჭურჭელში ჩადგით. გაათბეთ ნაყენი იქამდე, სანამ ყველა მარცვალი არ დადნება, მაგრამ არ მიიყვანოთ ჟელატინი ადუღებამდე.
ეს წამალი უზმოზე საუზმის წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ. თუ გემო არასასიამოვნო იქნება, ნაყელს ფორთოხლის წვენი დაუმატეთ.
ჟელატინი ორგანიზმში ვიტამინ C-სთან ერთად უფრო კარგად გაიხსნება, ასე რომ რეკომენდირებულია წამალს ასკილის ნაყენი ან თავად ამ ვიტამინის ტაბლეტი დაუმატოთ. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს.
შეგიძლიათ რძიანი ჟელე მოამზადოთ: 2ჩ.კ. ჟელატინი 150გ ცივ რძეში გახსენით და 1 საათი დატოვეთ. სურვილის მიხედვით დაამატეთ თაფლი ან შაქარი. გაათბეთ წყლიან ჭურჭელში, ურიეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. გადმოიღეთ, გააცივეთ და მაცივარში შეინახეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირა უნდა გაგრძელდეს.
თუ რაიმეს მომზადების სურვილი არ გაქვთ, ჟელატინის კომპრესები დაამზადეთ. თავიდან ბინტი ცხელ წყალში დაასველეთ და დაიდეთ. რამდენჯერმე დაახვიეთ და ყველა ფენაზე ცოტაოდენი ჟელატინის ფხვნილი დაიდეთ. მსგავსი კომპრესი სახსრების ტკივილს მოგიხსნით. მკურნალობის კურსი 1 თვე გააგრძელეთ.
ჟელე, ჟელატინის კანფეტები, ლაბა – საკვებია, რომელიც სახსრების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ.
ჟელატინით მკურნალობას შესაძლოა უკურეაქცია მოყვეს. არაა რეკომენდირებული გამოიყენოთ დიდი რაოდენობით კუჭისა და ღვიძლის პრობლემებისას, კენჭის გავლსას ან ათეროსკლეროზის დროს.