ქოქოსის ზეთი ყველაზე სუფთა ზეთია მსოფლიოში, რომელიც სპეციფიკური მჟავებისგან შედგება. ამ პროდუქტს აფთიაქში ადვილად მიაგნებთ.
ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის
დამატენიანებელი ლოსიონი. საღამოობით, გასუფთავების პროცედურის შემდეგ, ქოქოსის ზეთში ამოვლებული ბამბის ბალიშის წასმა სილამაზის რუტინის დასკვნითი ეტაპი იქნება. დაიმუშავეთ მასაჟის მოძრაობებით, ეცადეთ კანი არ დაჭიმოთ. 1 სთ-ის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდეთ.
სახის გამწმენდი ნიღაბი. აურიეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი 1 ს.კ. თაფლთან. დაიდეთ მასა სახეზე და 15-20 წთ გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კრემი ქუთუთოებისთვის. თვალის გარშემო კანი ჩვეულებრივი კრემის ნაცვლად ქოქოსის ზეთით დაიმუშავეთ, ამგვარად გაიახალგაზრდავებთ კანს და სიმუქეც გაქრება.
თმის ნიღაბი. მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ კრემი თმის ძირებში, შემდეგ მთელს სიგრძეზე გაანაწილეთ. შეიფუთეთ თავი. 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. 1 თვის შემდეგ თავს ვერ იცნობთ: თმა გამაგრდება, მომხიბლავი და მბზინვარე გახდება, ისევე როგორც თმის საშუალებების რეკლამებში.
ქერტლის საწინააღმდეგოდ. წაისვით კრემი თავის კანზე და ღამე დაიტოვეთ. დილით დაიბანეთ.
მზისგან დაცვა. ინდოელი ლამაზმანები ქოქოსის ზეთის გარეშე თავის მოვლას ვერ წარმოიდგენენ. ისინი ამ საშუალებით თმას მზის მავნე სხივებისგან იცავენ.
კრემი გაპარსვის შემდეგ. ყველაზე ნატურალური და ეფექტური.
ტუჩის ბალზამი. ქოქოსის ზეთი ტუჩის კანს ატენიანებს და აახალგაზრდავებს.
სკრაბი ტანისთვის. 2-4 ს.კ. ზეთს 1 ს.კ. ნატურალური ყავა დაამატეთ. აურიეთ, რაიმე ფორმაში მოათავსეთ და მაცივარში შედგით. წყლის პროცედურამდე მოჭერით ნაწილი და კანი დაიმასაჟეთ.
მაკიაჟის მოსაშორებლად. ქოქოსის ზეთი თვალს არ აღიზიანებს და კოსმეტიკას ეფექტურად აშორებს.
დამარბილებელი საშუალება იდაყვისთვის, სოკოსთვის: უბრალოდ წაისვით ზეთი.
ქოქოსის ზეთი კულინარიაში
საჭმელების მოსამზადებლად კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი არ გამოგადგებათ. ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ ის საკვებისთვისაა.
შეწვისა და გამოცხობისთვის. კერძებს პიკანტურ არომატს და დაუვიწყარ გემოს სძენს.
სმუზი. ცადეთ ასეთი რეცეპტი: ბლენდერში მოათავსეთ 2ჭიქა ქოქოსის რძე, 20გ ქოქოსის ზეთი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი, 1/2 ჭიქა კენკრა და 1 ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი.
სალათების მოსართავად. ქოქოქსის ზეთი არამხოლოდ გემოს შეუცვლის სალათს, არამედ საშუალებას მისცემს ბოსტნეულს სალათი ვიტამინებით უფრო მეტად გააჯერონ.
მაიონეზისთვის. მაიონეზის მომზადებისას ჩვეულებრივი ნაღების კარაქი ქოქოსით ჩაანაცვლეთ. გემო გაგაოცებთ.
კვერცხისთვის. ქოქოსით დაზეთილი კვერცხი უფრო დიდხანს ინახება.
ქოქოსის ზეთი ჯანმრთელობისთვის
ანთების და ჭრილობების დროს. ქოქოსის ზეთი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული საშუალებაა. უბრალოდ წაისვით დაზიანებულ ადგილას.
სუნთქვის სიჯანსაღისთვის. არასასიამოვნო სუნი პირში ბაქტერიების ბრალია. ქოქოსის ზეთი მათგან განგათავისუფლებთ და კბილებს ეფექტურად გაწმენდს.
არომათერაპიისთვის.
იმუნიტეტისთვის. ისინი, ვინც ქოქოსის ზეთს საკვებში ხშირად გამოიყენებენ, ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევიან.
ფარისებრი ჯირკვლისთვის. კვლევები ადასტურებენ, რომ მისი რეგულარული გამოყენება ჯირკვლის ჯანსაღ ფუნქციონირებას განაპირობებს.
ართრიტის დროს. ხშირად დაიმუშავეთ სახსრები, რათა ტკივილი შეგიმცირდეთ.
სოკოვანი ინფექციების დროს. 1 ს.კ. ქოქოსის ზეთს 3 წვეთი ჩაის ხის ეთერული ზეთი დაამატეთ და ყოველ საღამოს დაიმუშავეთ ფეხები.
ანგინის და ყელის ტკივილის დროს. 1 ჩ.კ. საკვები ქოქოსის ზეთი მიიღეთ რათა ყელი დაამშვიდოთ.
მზისგან დამწვრობის დროს. თუ რუჯი ზედმეტი მოგივიდათ, დაამშვიდეთ კანი ამ კრემით.
ქოქოსის ზეთი ბავშვებისთვის და ორსულობის დროს
მკერდისთვის. ძუძუთი კვების შემთხვევაში ქოქოსის ზეთი ნაპრალებს აღადგენს და ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა.
დაჭიმული მუცელი. თუ ქოქოსის ზეთით ორსულობისას მუცელს ხშირად დაიმუშავებთ, სტრიები შეიძლება აღარც გაჩნდეს.
ახალშობილის კანისთვსის. შეგიძლიათ ბავშვის ლოსიონი ქოქოსისზეთით ჩაანაცვლოთ.
საფენის ქვეშ კანისთვის. პამპერსის მორგებამდე, ბავშვს კანი ქოქოსის ზეთით გაჟღენთილი ხელსახოცით გაუწმინდეთ.
ქოქოსის ზეთი სახლის საქმეებისთვის
ჟანგი. ყველაზე არომატული საშუალება ჟანგისთვის!
სამზარეულოს ტექნიკისთვის. ხორცსაკეპი მანქანის ან ბლენდერის დანები გამოყენების შემდეგ ქოქოსის ზეთით გაწმინდეთ და ის დიდხანს დარჩება მჭრელი.
ავეჯის გასაპრიალებლად.
ფეხსაცმელებისთვის. ჩაანაცვლეთ ფეხსაცმლის საწმენდი ქოქოსის ზეთით.