ავოკადოს კურკა შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და ანტიოქსიდანტებს. ამ ნივთიერებს შეუძლიათ შეამცირონ ქოლესტერინის დონე, გააუმჯობესონ გულის მუშაობა და უშველონ ნერვულ სისტემას ძლიერი დატვირთვისას. ავოკადოს კურკის მიღება მარტივია. გამოყავით ის დანის მეშვეობით და საცერში ან ბლენდერში გაატარეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ დაამატოთ კეფირში, ფაფაში, ნებისმიერ სალათში თუ სასმელში.
ავოკადოს კურკის მიღება არ უნდა გადააჭარბოთ. 1/4 ჩ.კ დღეში საკმარისია სამკურნალო ეფექტისთვის. ის სასარგებლოა მხოლოდ პატარა დოზით!
ავოკადოს სარგებლიანობა
ავოკადოს კურკაში შემავალი ანტიოქსიდანტები ნებისმიერი სიმსივნის განვთარების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ავოკადოს კურკა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. გამოყოფს კუჭის წვენს, რომელიც კუჭ-ნაწლავის სისტემაში ნებისმიერ ანთებას აცხრობს.
ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. მავნე ცხიმები ნაკლებად ხვდება სისხლში.
კალიუმი შეუცვლელი ნივთიერებაა გულის კარგი მუშაობისთვის. ის კი ავოკადოს გულში გეგულებათ.
კურკაში შემავალი მინერალური ნივთიერებები გმატებთ ენერგიას და იმუნიტეტის სტიმულირებას ახდენს.
ავოკადოს კურკის ფხვნილი გახდომაში დაგეხმარებათ: მასში შემავალი ნივთიერებები აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმის დაწვის აქტიურ პროცესს განაპირობებს.