გამოჩენილი კარდიოლოგი: ყველა პაციენტს ვურჩევ ყველს. აი მიზეზები.

თანამედროვე სამყაროში ადამიანების რიცხვი, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით იტანჯებიან, სამწუხაროდ იზრდება. ცხოვრების გიჟური რიტმი პრაქტიკულად არ ტოვებს დროს იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჯანსაღი საკვები მოამზადო. ბევრი მშრომელი ადამიანი დროს ოფისში, მჯდომიარე პოზაში ატარებს.

ეს და ბევრი სხვა ფაქტორი ნეგატიურად აისახება გულის მუშაობაზე. საჭიროა მოუსმინოთ კარდიოლოგების რჩევებს და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვათ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი და ნიკოტინი ჯანმრთელობას ვნებს, ახალი არავისთვისაა, იმაზე კი თუ რა უნდა გავაკეთოთ გულის ჯანმრთელობისათვის, ნაკლებად საუბრობენ.

როგორ გავაძლიეროთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა

გაგაცნობთ ერთ მნიშვნელოვან კვლევას, რომელიც ფინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს. 25 წლის განმავლობაში 2000 ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც ჯგუფებად დაყვეს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის რძის პროდუქტებს იღებდნენ.

ექსპერიმენტის შედეგებმა მთელი მსოფლიო გააოცა:

  • მონაწილეები, რომლებიც რაციონში რეგულარულად იღებდნენ ფერმენტირებულ რძის პროდუქტებს, 26%-ით ნაკლებად იყვნენ გულის დაავადებებისკენ მიდრეკილნი.
  • ადამიანები, რომლებიც ნაყინს და ნაღების კარაქს ხშირად იღებდნენ, გულის დაავადებების რისკის ზონაში მოხვდნენ.

შემდეგ გამოკვლევა ჩინეთისა და ჰოლანდიის მეცნიერებმა განაგრძეს. მათ გაანალიზეს 200 000 ადამიანის კვების რაციონი და შენიშნეს კანონზომიერება: ადამიანები, რომლებიც ყველს ხშირად მიირთმევდნენ, გულის კორონალური დაავადებების რისკი 14%-დან 10%-მდე შეამცირეს მათთან შედარებით, ვისაც ყველი დიდად არ უყვარს.

ამიტომაც გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის კარდიოლოგები გვირჩევენ ყოველდღე 40გ ყველი მივიღოთ. ამით ძვირადღირებულ მედიკამენტებსაც ჩაანაცვლებთ.

კომენტარის დატოვება