ბადიანი არომატული აღმოსავლური სუნელია, რომელიც განუმეორებელი გემოთი და ტკბილი არომატით გამოირჩევა. ის ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ბევრი კი სადღესასწაულო განწყობისთვის ემადლიერება, რადგანაც შობასთან და გლინტვეინთან ასოცირდება.
აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავისებრი ანისული ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენება, რადგანაც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ბადიანი, ისევე როგორც სხვა კოლორტიული აღმოსავლური სუნელები, დიდ ყურადღებას საჭიროებს. ის ნომერ პირველი საშუალება უნდა გახდეს სახლის აფთიაქში.
სასარგებლო თვისებები
ანისი და ბადიანი გარეგნული მახასიათებლების მიუხედავად, სხვადასხვა მცენარეები არიან და ორგანიზმზეც სხვადასხვა ეფექტი აქვთ.
იქამდე, სანამ მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა, ჩინელებმა მოასწრეს სამკურნალო მახასიათებლები გამოეკვლიათ და მივიდნენ დასკვნამდე: ბადიანის ვარსკვლავები ორგანიზმს კურნავენ და ფიქრებს ანახლებენ.
მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, თუთიით და ვიტამინებით. თუ კულინარიაში რეგულარულად მოიხმართ, გრიპსა და გაციებას თავიდან აირიდებთ.
რეგულარული გამოყენება გათავისუფლებთ კუჭის და ღვიძლის ტკივილისგან.
არომატი ხსნის ემოციურ დაძაბულობას, ებრძვის სტრესს და დეპრესიას.
პოპულარობით სარგებლობს მეძუძურ დედებში. ორსულებისვთვის კი რეკომენდირებული არაა.
ბადიანის ეთერულ ზეთში შემავალი ნივთიერებები სახსრების ტკივილს ხსნის.
ეფექტურად კურნავს ყელის დაავადებებს, ამსუბუქებს ხველას, შველის ჩახლეჩილ ხმას.
ბადიანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
ასევე აჯანსაღებს სუნთქვას. ვერცერთი საღეჭი რეზინა ვერ გაუმლავდება უკეთ დავალებას.
ოფიციალურ მედიცინაში ბადიანს გემოს გაუმჯობესებისთვის იყენებენ ან სამკურნალო კომპლექტებში ამატებენ.
შეგიძლიათ დაღეჭოთ ნედლი, დაამატოთ კულინარიაში, სასმელში, სახლის ნაყენებში. წარმოგიდგენთ ერთ მაგალითს.
ბადიანის ჩაი
ამის მოსამზადებლად, დააქუცმაცეთ 1 ჩ.კ. მარცვალი ბლენდერში, დაასხით 50მლ ცხელი წყალი და დადგით 10 წუთი. მიღებული მასა გააჯერეთ წყლით და მოამზადეთ არომატული ჩაი ბადიანით. სასმელი ორგანიზმს აფხიზლებს, ენერგიას აძლევს, ტოქსინებს გამოდევნის, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.
კუჭის წამალი
1 წვეთი ბადიანის ეთერული ზეთი აურიეთ 1 ჩ.კ თაფლში და მიირთვით, დააყოლეთ ცოტაოდენი თბილი წყალი.
ამოსახველებელი ჩაი
1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ბადიანის ვარსკვლავები ჩააგდეთ 200მლ ადუღებულ წყალში, შემდეგ ჯამით ჩადგით წყლიან ქვაბში 30-40 წუთი. მიღებული მასა გაფილტრეთ მარლათი, გაანაწილეთ ჭიქაში და მიიღეთ 100მლ კვებამდე დღეში 3-ჯერ. ამოსახველებელი ეფექტის გაძლიერებისთვის დაამატეთ 1ჩ.კ. გვირილას ყვავილი.
მისი რაციონში დამატების საუკეთესო ხერხია, გამოიყენოთ ღვეზელებისა და ორცხობილების გაკეთებისას. ვარსკვლავისებრი ანისი გამოიყენება გლინტვეინის და ჩაის დამზადებისას, მურაბებში, სოუსებსა და ჯემებში. გაცხელებისას ბადიანი სამკურნალო თვისებებს არ კარგავს. ეს სუნელი აძლიერებს გემოს და ჩუქნის არომატს.