კარდიოლოგი ალექსანდრე ნედოსტუპი: “ჩემს ყველა პაციენტს ამას ვურჩევ. გაითვალისწინეთ, რომ გულის შეტევა არ მოგივიდეთ.”

გული ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრალური ნაწილია, მასზე ბიბლიაში დაუსრულებლად საუბრობენ და ამასთან, ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ორგანოა.

გამოცდილი კარდიოლოგი ალექსანდრე ნედოსტუპი გვირჩევს როგორ შევინარჩუნოთ გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობა.

რატომაა გული ყველაზე მთავარი ორგანო?

“მე თერაპევტი და კარდიოლოგი ვარ, ყოველ დღე დაავადებულ ადამიანებს ვხვდები. საკმაოდ ბევრი ვიცი თუ როგორაა გული მოწყობილი. ვიცი როგორ და როდისაა ცუდად. რა თქმა უნდა, პატრონსა და მის გულს შორის ემოციური კავშირი არსებობს.

როცა ადამიანი გარკვეულ ემოციებს განიცდის, გული მაშინვე რეაგირებს: ის უფრო ძლიერად ცემს ან იყინება. ძლიერი განცდების გავლენით, გული ტკივილს გრძნობს. მაგრამ რას შვება ამდროს ტვინი?”

რამდენად რთულადაა მოწყობილი ადამიანის გული?

“საკმაოდ რთულად. არსებობს გულის მექანიზმში ერთი დეტალი: გამტარი სისტემა – ეს ის ნერვებია, რომლებიც გულში გადიან. მასზე მოქმედებს ელექტურლი შოკი, რომელიც გულს ავიწროვებს.

ეს ნერვული დაბოლოებები იმდენად რთული და გაუგებარია, რომ “საოცრებათა კუნძულსაც” კი უწოდებენ.”

რატომაა გულის დაავადებები ყველაზე გავრცელებული?

გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალიან მგრძნობიარეა. ამიტომაც ავადმყოფობენ ადამიანები ხშირად. გულ-სისხლძარღვთა სისტემა ყველაფერში მონაწილეობს: ფიზიკურ და ინტელექტუალურ საქმიანობაში, საკვები ნივთერებების გადაადგილებაში…

და ასეთი მგრძნობიარე!

რატომ იტანჯებიან გულის დაავადებებით ყველაზე ხშირად კაცები?

“ქალთა ჰორმონები გულის ჯანმრთელობის მცველები არიან. ამიტომაც, ქალის ჰორმონების ნაკლები რაოდენობა ან არარსებობა დაავადების გამოწვევის პირველი ნიშანია. მეორე – მოწევა.

როგორ მოქმედებენ გულის ფუნქციონირებაზე სტრესი და დეპრესია?

“ჩემი მეგობარი ექიმი დისერტაციას იცავდა იმაზე, თუ როგორ გადააქვთ ჰიპერტონია, ასთმა და წყლული მდიდარ ადამიანებსა და ბერებს. აღმოჩნდა, რომ ისინიც ხშირად ავადდებიან. მაგრამ, ბერებს უფრო მსუბუქად გადააქვთ, რადგანაც სული არ უფორიაქებთ. ბიზნესმენისთვის ავად ყოფნა და საქმიისგან მოშორება ტრაგედიაა. ნერვიულობასთან ერთად სტრესი ეწყებათ, ბერები კი მშვიდად არიან.”

რომელ ასაკში უნდა დაიწყო გულზე ზრუნვა?

“ამაზე მშობლები უნდა დაფიქრდნენ. როცა ბავშვი იბადება მისი დაცვაა საჭირო, ამიტომაც გულის მიხედვა დაბადებიდან ხდება. დაავადებები ახალგაზრდა ადამიანებშიცაა გავრცელებული”.

როგორ უარესდება პროცესები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში?

“დიდი ხანია რაც ავადმყოფებს ვურჩევ: იქონიეთ ბარომეტრი და ყურადღება მიაქციეთ. გულ-სისხლძარღვთა სისტემაში არასასიამოვნო პროცესები ხანდახან ამინდზეა დამოკიდებული. თუ ისარი ვარდება, ამინდი კი თითქოს არ შეცვლილა, მზად იყავით რომ არითმიის შეტევები შეგიპყრობთ.”

როგორ მოვიქციეთ ადამიანთან, რომელსაც დაავადებული გული აქვს?

“საჭიროა ახლობლები განსაკუთრებული ზრუნვით დაიცვათ. გულის დაავადებათა პროფილაქტიკა უმნიშვნელოვანესი რამაა.”

რა მოსდის ადამიანს რომელსაც გულს უნერგავენ, იცვლება?

“ისე იცვლება როგორც ადამიანი, რომელსაც რთული ოპერაცია გადააქვს. გულის გადანერგვას დადებითად ვუყურებ და მრავაჯერ გამიშვია ადამიანები მსგავს ოპერაციაზე. გული რომ ადამიანის პიროვნებაზე აგებდეს პასუხს, მაშინ სხვა ადამიანი გახდებოდა. ერთხელ ცნობილ ტრანსპლანტოლოგს ვკითხე იცვლებოდნენ თუ არა ადამიანები ოპერაციის შემდეგ, მან კატეგორიულად მომიგო, რომ არა.”

გული ხანდახან შეუმჩნეველი თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი სწორი მუშაობა ორგანიზმის სისტემის მუშაობაზეა დამოკიდებული და გულის ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობაზე აგებს პასუხს.

მუდმივი სტრესის, ცუდი ეკოლოგიის და დაუდევარი ურთიერთობების დროს გულს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მიატოვეთ მოწევა, აკონტროლეთ კვება, ბევრი იმოძრავეთ და რეგულარულად ესტუმრეთ ექიმს პროფილაქტიკისთვის. სჯობს წელიწადში 1 პროფილაქტიკა მოგვიანებით საოპერაციო მაგიდაზე წოლას.

კომენტარის დატოვება