5 სასმელი, რომელიც ჰორმონებს ნორმაში მოიყვანს

იცით, რომ ქალის ჯანმრთელობა და სილამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კვებაზე? ყველაფერი, რაც თქვენს ორგანიზმში ხვდება, ყველა ქსოვილისა და ორგანოს მუშაობაზე აგებს პასუხს. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, ბრძენმა ჰიპოკრატემ განაცხადა: “მე ვარ ის, რასაც მივირთმევ”.

როგორ დავარეგულიროთ შინაგანი მდგომარეობა სასმელების მეშვეობით? თურმე, მათი წყალობით ჰორმონალური ფონის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ქალებში. იმოქმედებენ არა მხოლოდ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, არამედ გააუმჯობესებენ სხეულის ფორმებს, გააჯანსაღებენ კანს და თმას.

მიაქციეთ ყურადღება ჯანსაღ სასმელს და აუცილებლად ჩართეთ ისინი რაციონში. წარმოგიდგენთ 5 მაგალითს, რომელთა დალევაც ორგანიზმში სასწაულს მოახდენს. ქალებისთვის რეკომენდირებულია ყოველდღე!

სასარგებლო სასმელები

1. თბილი წყალი ლიმნით
ეს სასმელი ნამდვილი ხსნაა ქალებისთვის ზაფხულის პერიოდში. ის დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი წონა, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ, იმუნიტეტი, კანის და საკვების მომნელებელი სისტემის მოქმედება გაიუმჯობესოთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი ჰორმონ ლეპტინზე ახდენს გავლენას. თუ მისი ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი ცხიმებს აგროვებს.


სასმლის მომზადება მარტივია: ცხელი წყლის ჭიქაში ნახევარი ლიმნის წვენის ჩაასხით, შემდეგ ოდნავ გააცივეთ და დალიეთ. უმჯობესია ეს მშვენიერი ნატურალური სითხე დილით, უზმოზე მიიღოთ.

2. ჟოლოს ფოთლების ჩაი
ეს სასმელი ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ჟოლოს ფოთლები ამაგრებენ საშვილოსნოს კუნთებს, რისი წყალობითაც მენსტრუაცია, მშობიარობა და კლიმაქსი მარტივი ხდება. ეს ჩაი საოცრად გაფხიზლებთ და ყავასაც ენაცვლება.

რეცეპტი უმარტივესია: 1ს.კ. ჟოლოს ფოთლები 200 მლ ცხელ წყალში ჩააგდეთ და 10 წუთი დააყენეთ. იმისთვის, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში მოექცეს, სჯობს დღეში 3 ჭიქა დალიოთ, დილით ან დღის მანძილზე. მაგრამ, არა ძილის წინ, რადგანაც დიდხანს ვეღარ დაიძინებთ.

3. რძე ქურქუმით
მას ოქროს რძესაც უწოდებენ. სასმელს მწყობრში მოჰყავს ყველა ჰორმონი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კურნავს გაციებას.

200მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ქურქუმა. ასევე შეიძლება თაფლი გემოვნებით. ეს სასმელი უმჯობესია ღამით დალიოთ.

4. გვირილის ჩაი
გვირილის ჩაით კუჭისა და ნაწლავის დაავადებებს კურნავდნენ, ხსნიდნენ სპაზმებს. მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გვირილას ორგანიზმზე გამწმენდი მოქმედება აქვს.

ცხელი სასმელი აძლიერებს ოფლის დენას, რასაც ტოქსინები მოყვება და კუჭის მოქმედება რეგულირდება.

5. პიტნის ჩაი 

ეს მშვენიერი სასმელი საჭმლის მონელების გაუმჯობესებასთან ერთად, დაღლილობას ხსნის. ასევე პიტნა ქალებს უძილობისას ეხმარება, ტკივილის ხარისხს ამცირებს და გაღიზიანებას აქრობს.

კომენტარის დატოვება