ყველგან ჭრილობა მაქვს… – ყოფილი მეგობარი ქალი ქართველ ბიზნესმენს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს

გუშინ, 2025 წლის 24 აპრილს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ ხუბუტია, რომელიც ცნობილია როგორც ბიზნესმენი და პუტინის მხარდამჭერი, ბრალდებულია სასტიკ თავდასხმაში მის ყოფილ მეგობარ ქალზე, იულია ვანიზე. მომხდარი შემთხვევა დიდი რეზონანსით გაშუქდა როგორც რუსულ, ასევე საერთაშორისო მედიაში.

იულია ვანის განცხადებით, თავდასხმა 23 აპრილს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ხუბუტია ნაჯახით შეიჭრა მის სახლში და მასზე ძალადობა მოახდინა. დაზარალებულმა სხეულზე მძიმე ჭრილობები მიიღო — ხელებსა და ფეხებზე, მათ შორის თავის არეშიც. თავდასხმის დროს სახლში იმყოფებოდა მათი საერთო მცირეწლოვანი ქალიშვილი და ძიძაც.

იულია ვანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ხუბუტია მას 2024 წლის დეკემბერში მათი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა. მისი თქმით, ყოფილი პარტნიორი დაჟინებით ცდილობდა ბავშვის წართმევას, ქონების ჩამორთმევას და მას ფსიქიატრიულში მოთავსებასაც კი ემუქრებოდა. ასევე აღწერს, რომ მამაკაცი ხშირად ანადგურებდა მის პირად ნივთებს და ძალადობის ნიშნებიც ადრე ჰქონდა გამოვლენილი.

თვითონ თავდასხმის ადგილას, მედიის ცნობით, აღმოჩენილია სისხლის კვალი. ეჭვმიტანილი კი პოლიციის მისვლამდე მიიმალა. სამართლადამცავები ამჟამად მის დასაკავებლად ღონისძიებებს ატარებენ. იულია ვანი კი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, სადაც მას უკვე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

დაზარალებულის ახლობლები და თვითონ იულია მოითხოვენ მაქსიმალურ საზოგადოებრივ ყურადღებას, რათა საქმე არ დაიფაროს და დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

იუ­ლია ვა­ნი

კომენტარის დატოვება