ბავშვი სახურავიდან ჩამოვარდა და არა ლიფტის შახტაში, რატომ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!-რა მოხდა რეალურად ავჭალაში და რა ვითარებაა?

ავჭალის დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავჭალის დასახლებაში დაღუპული მოზარდი სახურავიდან გადავარდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სახურავიდან ჩამოვარდა და არა ლიფტის შახტაში. აქ ვიყავი, როდესაც მოიყვანეს ეს ბავშვი, გუშინ, ღამით კლინიკაში და დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა. რატომ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას ვერ ვხვდები, – წერს მოქალაქე.

კომენტარის დატოვება