ტაძარი, რომელსაც ბევრი მისტიკური ამბავი უკავშირდება- მამა გაბრიელმა ერთ დღეს….

მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე დღის პოსტის სტუმარი იყო, სადაც ისაუბრა მეტეხის თეატრზე. ის სწორედ იქ მოღვაწეობდა და ტაძარს ბევრი არასასიამოვნო და მისტიკური ამბავი უკავშირდება.

ყოველგვარი წესის დარღვევით, იქ თეატრი არსებობდა. საღვთო წესით, ადამიანური, საკურთხევლის მხარეს სცენა გვქონდა გამართული… სწორედ ამიტომ, უნდა დაგვეტოვებინა – დაიწერა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა მერაბ კოსტავა და ჩემი მეგობარი, ზვიად გამსახურდია და ჩემი კოლეგები. კინაღამ დაგვაპატიმრეს.

მესამე დღეს, ახალგაზრდა კომუნიზმში დაიბეჭდა, გთხოვთ, ჩვენი ხელმოწერები გაუქმებულად ჩათვალოთ, ჩვენ ცინცქილაძემ შეგვაცდინა, ზოგიერთ კოლეგას ვეუბნებოდი, თქვენ შეგიძლიათ, ხელზე მაკოცოთ, თქვენი ხელმოწერის ქვეშ კოსტავა და ზვიად გამსახურდია აწერენ ხელს მეთქი…

ნუ გამახსენებთ, რომ უამრავი ჩემი ტოლი ახალგაზრდა ამა ქვეყნიდან გავიდა… და ჩვენც განსაკუთრებული რაღაცები შეგვემთხვა, თავზარდამცემი რაღაცები მოხდა… მაგრამ ვერ ვხვდებოდით…

ერთ დღეს მამა გაბრიელმა მომცა ერთი პატარა სანთელი და ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს გამოგიყვანს იქიდანო… მიჭირავს და წავედი თეატრში… სანთელი და ხატი კედელზე მივამაგრე… შემოდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცინცქილაძე დამიწვავს თეატრსო, სანთელი მოგლიჯა, ხატი აიღო და დაჭმუჭნა… სანთელი ვერ გაწყვიტა… ამის შემდეგ თქვენი მონა მორჩილი დგება, ჩამოდის მშვიდად და წამოვედი 13 წლის მერე… – იხსენებს მსახიობი.

კომენტარის დატოვება