გაუჩინარებული ბავშვი და მამა გაბრიელის საუბარი!-რას ყვებიან მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი?

მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი დღის პოსტის სტუმრები იყვნენ, სადაც ისაუბრეს
მეტეხის თეატრზე, სადაც მოღვაწეობდნენ და რომელსაც ბევრი არასასიამოვნო და მისტიკური ამბავი უკავშირდება.

ზურაბ ცინცქილაძე: ყოველგვარი წესის დარღვევით, იქ თეატრი არსებობდა. საღვთო წესით, ადამიანური, საკურთხევლის მხარეს სცენა გვქონდა გამართული… სწორედ ამიტომ, უნდა დაგვეტოვებინა – დაიწერა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა მერაბ კოსტავა და ჩემი მეგობარი, ზვიად გამსახურდია და ჩემი კოლეგები. კინაღამ დაგვაპატიმრეს.

მესამე დღეს, ახალგაზრდა კომუნიზმში დაიბეჭდა, გთხოვთ, ჩვენი ხელმოწერები გაუქმებულად ჩათვალოთ, ჩვენ ცინცქილაძემ შეგვაცდინა, ზოგიერთ კოლეგას ვეუბნებოდი, თქვენ შეგიძლიათ, ხელზე მაკოცოთ, თქვენი ხელმოწერის ქვეშ კოსტავა და ზვიად გამსახურდია აწერენ ხელს მეთქი…

ნუ გამახსენებთ, რომ უამრავი ჩემი ტოლი ახალგაზრდა ამა ქვეყნიდან გავიდა… და ჩვენც განსაკუთრებული რაღაცები შეგვემთხვა, თავზარდამცემი რაღაცები მოხდა… მაგრამ ვერ ვხვდებოდით…

ერთ დღეს მამა გაბრიელმა მომცა ერთი პატარა სანთელი და ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს გამოგიყვანს იქიდანო… მიჭირავს და წავედი თეატრში… სანთელი და ხატი კედელზე მივამაგრე… შემოდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცინცქილაძე დამიწვავს თატრსო, სანთელი მოგლიჯა, ხატი აიღო დაჭმუჭნა… სანთელი ვერ გაწყვიტა… ამის შემდეგ თქვენი მონა მორჩილი დგება, ჩამოდის მშვიდად და წამოვედი 13 წლის მერე…

თამარ დათუაშვილი: მამა გაბრიელი მეუბნებოდა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ, შვილო… წადით… მართლაც, გავაჩინე ბავშვი, რომელიც გაქრა… მითხრეს, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მგონი, რომ რაღაც საშინელება მოხდა… ეს ის პერიოდია, როცა ბავშვებს იპარავდნენ.

კომენტარის დატოვება