მესამე ცოლთან განქოეწინება და ახალი რჩეული!-რა კავშირი აქ ირაკლი ალასანიას ბექა ხოფერიას რჩეულთან?

როგორც ცნობილია, ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი და მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა. რამდენიმე დღის წინ შეყვარებულთან ერთად მალდივებზე ისვენებდა და იქიდან გამოაქვეყნა ვიდეო. მისი რჩეული ნუცა ადამიაა, რომელიც წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.

0c6b3da4-cda4-48ce-a96e-76c7cce0a867-1743253167.jpg
011b5364-f67d-4b3b-ad86-34b9aedb4063-1743253168.jpg
2ae247df-e645-4b57-9cb2-980378dad35f-1743253168.jpg

ბექა ხოფერიას გახმაურებული ქორწილის შესახებ შარშან ივლისში საუბრობდა საზოგადოება. ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც სამშენებლო ბიზნესს უძღვება, რა ხანია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

464641382-2644957872376362-9007628982687432272-n-1743253168.jpg

ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. ძველ ციხე-სიმაგრეში გამართულ ცერემონიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ქორწილს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

sopo-1726045552-1743253169.webp
tika-1719902850-1743253169.webp
32005404351-e2b7dbf83e-k-71668-1743253744.jpg

სოფოც ბიზნესმენია, როგორც ბექა. ბექასთვის ეს მესამე ქორწინება იყო და სამი ქალიშვილის შემდეგ სწორედ ამ ურთიერთობისას შეეძინა ვაჟი გიორგი. ნინას გარდა, მას კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს მეორე ქორწინებიდან – ასირიელ ინასთან, რომელსაც თავის ყველაზე ლამაზ ცოლად მოიხსენიებდა ხოლმე.

367397877951730840215266280704610231386112n.jpg
ბექა და ინა

 

315438957531615615560126154585455384854528n-1743253169.jpg

ბექა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს შვილებთან ერთად.

snapinsta-1743253169.app_471281651_18479472811021432_4460199985509834863_n_1080.jpg
ბექა ხოფერია შვილებთან ერთად

 

როგორც აღინიშნა, ცოტა ხნის წინ მესამე ცოლსაც დაშორდა და ნუცა ადამიასთან ერთად გამოჩნდა.

ნუცა ადამიას შესახებ საზოგადოებამ 2016 წელს შეიტყო, როცა ის ირაკლი ალასანიას რძალი გახდა.

fanji2.jpg
alasanias-ojaxi-1743253169.jpg

ნუცას და ნიკა ალასანიას იმავე წელს შეეძინათ ქალიშვილი – თინათინი, რომელსაც თინუსად მოიხსენიებს ხოლმე ბებია – ნათია ფანჯიკიძე.

tinusia-mamastanertad.jpg
თინა ალასანია მამასთან ერთად

 

alasaniairakli1234.jpg
ირაკლი ალასანია შვილიშვილთან ერთად

 

ნუცა და ნიკა ერთმანეთს დაშორდნენ და წყვილი რა ხანია, ერთად აღარ ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ კი ნუცა ბექა ხოფერიასთან ერთად გამოჩნდა. წყვილი უკვე არ მალავს ურთიერთობას და შესაძლოა, ბიზნესმენის მეოთხე ქორწინებაც მალე ვიხილოთ.

396720151-7079778762060729-610399714108099083-n-1743253168.jpg
ნუცა ადამია

 

 

კომენტარის დატოვება