თბილისში, ვარკეთილში აფეთქება და ხანძარი – ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში, ვარკეთილში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარმა სერიოზული ზიანი მიაყენა ბინას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
გარდაცვლილი ერთი ადამიანია
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის მსხვერპლი მოხუცი ქალბატონი აღმოჩნდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.
ამ ეტაპზე აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს მძიმე ინციდენტი.