რას საქმიანობს 14 წლის ლეონი?-ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი შვილი საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება

მონიკა ბელუჩის უფროსი ქალიშვილი დევა კასელი რა ხანია, მსოფლიომ გაიცნო, როგორც წარმატებული მოდელი. გოგონამ მსახიობობაც სცადა ბოლო დროს. უმცროსი გოგონა ლეონი აქამდე ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ და მშობლებიც მის სურვილს პატივს სცემდნენ, არ დაატარებდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე თუ ბანკეტებზე. ლეონი მოკრძალებულ ცხოვრებას იყო მიჩვეული და მშობლების განქორწინების მიუხედავად, ძალიან დიდ დროს ატარებს მამასთან. ახლაც ბრაზილიაშია ვენსან კასელთან და მის მესამე ცოლ-შვილთან ერთად. როგორც ცნობილია, ვენსანს მოდელმა ნარა ბატისტამ ვაჟი გაუჩინა. მანამდე კიდევ ერთი მოდელისგან – ტინა კუნაკისგან ჰყავს კიდევ ერთი ქალიშვილი ამაზონი.

1798x2696-0xg1al9nhw-1184218700209981836-1741769511.jpg
3001x2001-0xdglm6esl-2599553640806157086-1741769511.jpg
ლეონი მამასთან ერთად
1496x2244-0xuhdcm9cy-3841881109533989598-1741769510.jpg
ლეონი და დევა

 

ლეონი 14 წლისაა. სკოლაში სწავლობს და მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული. ბოლო პერიოდში ტიკ-ტოკზე გამოჩნდა და მის ვიდეოებს საკმაოდ ბევრი ნახვა და მოწონება აქვს.

კომენტარის დატოვება