ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა დინამო არენაზე?

კვი­რას, დი­ნა­მო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის თა­მაშს ვინც ადევ­ნებ­დით თვალს, აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რდე­ბო­დათ პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად გა­ვი­და მო­ე­დან­ზე და ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა. რო­გორც ეთე­რი­სას ჩან­და, ბი­ჭუ­ნას სცი­ო­და და ჟორჟ­მა თა­ვი­სი ქურ­თუ­კი ჩა­აც­ვა…

11 წლის გი­ორ­გი ძი­გავა თბი­ლის ცხოვ­რობს, ჰყავს მშობ­ლე­ბი და უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც იმ დღეს სტა­დი­ონ­ზე მდგომ ძმას, დე­დას­თან ერ­თად კუ­ლი­სებ­ში ელო­და. მაკა ფა­სუ­აშ­ვი­ლი გიოს დე­დაა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა 11 წლის თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ­თან შეხ­ვედ­რამ.

– მაკა, რო­გორ მოხ­ვდა გიო სტა­დი­ონ­ზე.

– გი­ორ­გი აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის მქო­ნე ბავ­შვია. და­დის ფეხ­ბურთზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დია, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ქვეშ ააიპ ვო­რი­ო­სი. ჩვე­ნი ტრე­ნე­რია გიორ­გი ცი­ხი­სე­ლი. გიო თა­ვი­დან ბურ­თით არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და და მე­სა­მე წე­ლია გი­ორ­გი მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­აყ­ვა­რა ბურ­თი და ფეხ­ბურ­თი.

გიოს პირ­ვე­ლი გას­ვლა დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე შარ­შან ჰქონ­და, რო­დე­საც თბი­ლი­სის დი­ნა­მო თე­ლავს ეთა­მა­შე­ბო­და, იქაც მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ხე­ლა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გას­ვლა, მისი დი­აგ­ნო­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო. გიო მა­ღალ­ფუნ­ქცი­უ­რი, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ბავ­შვია, ცოტა ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე აქვს. მის­თვის ეს გა­მოც­და იყო ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი. ვი­დე­ო­შიც ჩანს, რო­გორ უხა­რია, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს, დიდ სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტავს.

– რო­გორ გა­ი­გო ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რა ფორ­მით მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია?

– ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ თით­ქოს არ ელო­და, თან არ იცო­და ვის­თან ერ­თად გა­ვი­დო­და, ძა­ლი­ან უნ­დო­და ჟორჟ მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან ერ­თად დგო­მა. მაგ­რამ ეს შერ­ჩე­ვით არ ხდე­ბა. რიგ­ში აწყო­ბენ და ისე გაჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი. გიო ბო­ლო­ში იდგა, ბუთ­ქუ­ჩა რომ არის, ვუ­თხა­რი, ბო­ლოს იდე­ქი, იქ­ნებ კვა­რა­ცხე­ლია შეგ­ხვდეს-თქო, ვი­ცით, ხოლ­მე რომ ბომ­ბარ­დი­რე­ბი ბო­ლოს დგე­ბი­ან. მის­თვის ხმა­უ­რი და სი­ცი­ვე დის­კომ­ფორ­ტია, მგრძნო­ბი­ა­რე ბავ­შვე­ბი არი­ან. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო გი­ოს­თვის, რომ ამ­ხე­ლა პუბ­ლი­კის წი­ნა­შე გა­მო­ვი­და. მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, ჰიმ­ნი ვიმ­ღე­რეო. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მი­ი­ღო, ცოტა გა­ჩე­რე­ბა გა­უ­ჭირ­და.

– ალ­ბათ და­ძა­ბუ­ლი ადევ­ნებ­დით თვალს?

– კი, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ვფიქ­რობ­დი, ტექ­ნი­კა ახ­ლოს არ მი­სუ­ლი­ყო მას­თან და მისი ყუ­რა­დღე­ბა სხვა რა­მე­ზე არ გა­დარ­თუ­ლი­ყო. ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ყვე­ლა­ფე­რი. უკან რომ დაბ­რუნ­და თქვა, რომ ჟორ­ჟის შეხ­ვდა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­რე­კავ­და. სა­ბო­ლო­ოდ გიო დარ­ჩა სტა­დი­ონ­ზე და თა­ვის დას­თან და ჩემ­თან ერ­თად ბო­ლომ­დე უყურა. დღეს თე­რა­პი­ა­ზე რომ მყავ­და, სპე­ცი­ა­ლისტს ყვე­ლა­ფე­რი მო­უყ­ვა, ვინ გა­ი­ტა­ნა გო­ლე­ბი, ქურ­თუ­კი რო­გორ ჩა­აც­ვეს.

დიდი მად­ლო­ბა ჟორჟს, აქამ­დეც დიდი ფანი ვი­ყა­ვი მისი და კვა­რა­ცხე­ლი­ა­სი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო, ძა­ლი­ან დიდი მზრუნ­ვე­ლო­ბით მო­ექ­ცა, რო­გორ ათ­ბობს ხე­ლე­ბით, ეფე­რე­ბა, ქურ­თუკს თა­ვი­სი ხე­ლით აც­მევს, მიხ­ვდა, რომ დახ­მა­რე­ბა იყო მის­თვის სა­ჭი­რო. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ ბავ­შვებს და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქეს. გიოს ეს არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბა.

გიო 192-ე სკო­ლა­ში და­დის, მე­ხუ­თე კლას­ში სწავ­ლობს და გუ­შინ სკო­ლა­ში რომ მი­ვი­და, ლა­მის წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა გა­უ­ფი­ნეს, ყვე­ლა ემო­ცი­ით ხვდე­ბო­და. ძა­ლი­ან მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბა და ამა­ყობს სა­კუ­თა­რი თა­ვით. ახლა ჟორ­ჟის მა­ი­სურს ითხოვს. კვა­რა­ცხე­ლი­ას ფორ­მა აქვს, ჩვენ შე­ვი­ძი­ნეთ.

გიო პა­რას­პორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობს ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას, ძი­რი­თა­დად აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ბავ­შვე­ბი არი­ან. რო­დე­საც დი­აგ­ნოზს იგებ­დნენ, ყვე­ლა უარს ამ­ბობ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გიო კარ­გად სა­უბ­რობს, ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, წერს კარ­გად. სა­ო­ცა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს ახლა გიოს, გი­ორ­გი ცი­ხი­სე­ლი, რო­მელ­მაც უზო­მოდ შე­აყ­ვა­რა სპორ­ტი. ძა­ლი­ან დიდი მოთ­მი­ნე­ბით ექ­ცე­ვა ბავ­შვებს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ამ­დე­ნი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სხვა­დას­ხვა მხა­რეს გარ­ბის, ძა­ლი­ან რთუ­ლია ფეხ­ბურ­თი ას­წავ­ლო და სპორ­ტით და­ა­ინ­ტე­რე­სო. ჩვე­ნი გუნ­დი­დან დი­ნა­მო­ზე მხო­ლოდ ორი ბავ­შვი მოხ­და გი­ორ­გი და ნი­კო­ლო­ზი. ყვე­ლა ბავ­შვს აქვს სურ­ვი­ლი რომ ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი გა­იც­ნონ, აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­ლენ.

ამის ორ­გა­ნი­ზე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ, გვინ­და რომ ფე­დე­რა­ცი­ა­ში წე­რი­ლიც დავ­წე­როთ.

– მაკა, გიო სკო­ლა­ში და­დის, ასე­ვე აუ­ტიზ­მის ცენ­ტრში თე­რა­პი­ა­ზე, რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბით ამ სპექტრის მქონ­დე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი?

– ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტით გა­და­ვა­ად­გი­ლებ­დით და ხალ­ხში მა­ინც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა… ხში­რად ყო­ფი­ლა ფაქ­ტე­ბი, რომ გი­ო­ზე უთ­ქვამთ რომ გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლი ბავ­შვია და თით­ქოს მე ვა­ხა­ლი­სებ მის ქცე­ვას…. გიოს აქვს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი – ექო­ლა­ლი­ე­ბი, ლა­პა­რა­კი მე­ქა­ნი­კურ რე­ჟიმ­ში, რო­დე­საც ჩვენ ვფიქ­რობთ, ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ.

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მან­ქა­ნით გა­და­ვად­გილ­დე­ბო­დე, მაგ­რამ მინ­და, რომ გიო გა­ი­ზარ­დოს ჯან­საღ გა­რე­მო­ში, მინ­და, რომ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ხელი შე­ვუ­წყო.. მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს მეტ­რო­შიც ჩას­ვლა, ამ ეტაპ­ზე, ხმა­უ­რის თვალ­საზ­რი­სით, ეს მის­თვის რთუ­ლია…

კომენტარის დატოვება