ჩვენს გარშემო ცეცხლია და…რას ამბობს ცისნამი საყვარლიშვილი ხანძარზე?

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ჰემპტონში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ჰემპტონის რაიონში რამდენიმე ტყის ხანძარი გაჩნდა. ძლიერი ცეცხლის გამო, მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია სასწრაფოდ დაეტოვებინა.

მოსახლეობას ევაკუაციას სთხოვენ

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხანძრის მასშტაბი მზარდია, ხოლო შესაბამისი სამსახურები მოსახლეობის ევაკუაციას მოუწოდებენ.

მისი აღწერილობით:

გუშინ ჩამოვედით ჰემპტონებში. ეს გზა გამოვიარეთ და ყველაფერი რიგზე იყო. ახლა გვეუბნებიან, რომ ჩვენს გარშემო ცეცხლია და სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ აქაურობა.

ძლიერი ქარი და სახლებისთვის მზარდი საფრთხე

ცისნამი იმედოვნებს, რომ ცეცხლი მის სახლს არ მოედება და დროულად ჩააქრობენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ქარის გაძლიერება სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

იმედია, ლოს-ანჯელესის ხანძრების ისტორია არ განმეორდება. ფაქტია, რომ არ არის კარგი ამბავი! – წერს იგი.

დაშავებულებისა და ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. შესაბამისი სამსახურები ხანძრის ლოკალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.

კომენტარის დატოვება