ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – რა განცხადებას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო?

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში ფიქ­სირ­დე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10, PM2.5) შემ­ცვე­ლო­ბის მა­ტე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სამ­ხრეთ, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის მცი­რედ გავ­რცე­ლე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე მი­ი­ღოს ჯან­დაც­ვი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის პორ­ტალ­ზე https://air.gov.ge/ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ველ­ში,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დატოვება