რა სასჯელი ემუქრება კვარას და პსჟ-ს იმ შემთხვევაში, თუ ლიონის სარჩელი დაკმაყოფილდა?

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბმა ლიონმა პარი სენ-ჟერმენის (პსჟ) წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში სატრანსფერო წესების დარღვევით განხორციელდა. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, პსჟ-ს შესაძლოა, ყველა იმ მატჩში, სადაც კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა, წაგება ჩაეთვალოს, ასევე დაეკისროს ფინანსური ჯარიმა და ქულების დაკლება. გარდა ამისა, პსჟ-ს შესაძლოა, აეკრძალოს კვარაცხელიას მოედანზე გაყვანა დავის დასრულებამდე.

ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა, გუნდის დატოვება მოუწიოს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანზე — მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია Europop-ის მიერ გავრცელდა, თუმცა ამ დროისთვის სხვა ავტორიტეტული წყაროები ამ საკითხზე არ იტყობინებიან.

კომენტარის დატოვება