დიდთოვლობის შედეგები ჩაკეტილი გზები და საშიშროება- რა ვითარებაა ამ დროისთვის ხაშურში?

წუ­ხან­დე­ლი ღა­მი­დან გა­და­უ­ღებ­ლად თოვს შიდა ქარ­თლში, რე­გი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შო­რის, ყვე­ლა­ზე უხვი ნა­ლე­ქი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია.

რო­გორც ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“შიდა ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, შე­და­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რი ზო­ნე­ბი სწო­რედ ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღა­ლი ზო­ნის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა.

ლე­ვან ხა­რა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ონ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი და ღა­მის სა­ა­თე­ბი­დან ამ დრომ­დე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

უხვი ნა­ლე­ქია რე­გი­ონ­ში, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბო ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბია, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია. ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ღა­მის სა­ა­თე­ბი­დან, სხვა ტექ­ნი­კას­თან ერ­თად, 9 ერ­თე­უ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კაც მუ­შა­ობს, მათ შო­რის – მუხ­ლუ­ხო­ე­ბი­ა­ნი ტრაქ­ტო­რე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რად იწ­მინ­დე­ბა გზე­ბი.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გვაქვს მა­ღა­ლი ზო­ნის სოფ­ლე­ბი, სა­დაც ამ დრო­ის­თვის მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი ჩა­კე­ტი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, რომ დღის ბო­ლომ­დე შევ­ძლოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გზე­ბის გაწ­მენ­და­საც, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­უ­რი თოვა გრძელ­დე­ბა, რაც არ­თუ­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას. ვი­ყე­ნებთ სრულ ტექ­ნი­კურ რე­სურსს, რომ რე­გი­ო­ნის არ­ცერ­თი სო­ფე­ლი არ დაგ­ვრჩეს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ამ დრო­ის­თვის არ გვაქვს შე­ფერ­ხე­ბე­ბი, – აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხა­რა­ბა­ძემ.

კომენტარის დატოვება