ქუთაისი-თერჯოლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა – რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები?
ქუთაისი-თერჯოლის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ, ხოლო შემდგომ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, რათა დადგინდეს ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები.