მუხლის სახსრების ართროზი ადამიანებს 30 წლიდან სტუმრობთ და ყოვე წელს უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მაგრამ ექიმი ბუბნოვსკის რეკომენდაციით ამ ძლიერი ტკივილის განკურნება და ცეკვის დაწყება შესაძლებელია!
თანამედროვე სპეციალისტებს შორის, რომლებიც ართროზს კურნავენ, სერგეი მიხაილოვიჩ ბუბნოვსკი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილია. ბევრი ექიმი მისი მკურნალობის მეთოდს არ აღიარებს, თუმცა გამოჯანმრთელებულთა დადებითი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ბუბნოვსკიმ თავისი საქმე იდეალურად იცის.
მუხლის სახსრის ართროზის მკურნალობა
ექიმი ბუბნოვსკის დანიშნული სავარჯიშო მუხლის ართროზის დროს მუხლებზე სიარულია. ამის გაკეთება მიზანშეწონილია როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის დროს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ გვერწმუნეთ მუშაობს. თუ დაავადების სიმპტომები გაწუხებთ, პაციენტების უმრავლესობისთვის სავარჯიშო მტანჯველი იქნება, მაგრამ ამშ ემთხვევაში ექიმი რეკომენდაციას გაძლევთ.
იმისთვის, რომ გაექცეთ ტკივილის მომგვრელ შეგრძნებებს, სპეციალური სამუხლეები უნდა გაიკეთოთ. სქელი ნაჭერი დამსხვრეულ ყინულში დაალბეთ. იყავით მზად, რომ სავარჯიშო რთულია, ამიტომაც შეგიძლიათ სიარულის დროს ხელი დივანს გააყოლოთ. მოკლედ ავეჯის პარალელურად იაროთ.
არ გაგიკვირდეთ, თუ პირველად მხოლოდ 1-2 ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. შემდეგ დღეს უფრო მეტ წამს მოითმენთ. ექიმი ბუბნოვსკის რჩევით, ნაბიჯების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ.
კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაცია ტანვარჯიშის შესრულებაა ამოსუნთქვითა და დაყვირებით “ჰა”. ანუ, შესრულებისას უნდა წამოიძახოთ “ჰა”. ამ გზით ტკივილს გამოუშვებთ ორგანიზმიდან. ის ხშირად გამოიყენება იოგაში.
სერგეი მიხაელოვიჩი ამბობს: “დავადმყოფობა უნდა ამოვისუნთქოთ”. ექიმი გვირჩევს, მას შემდეგ რაც მუხლებზე ივლით, გაიჭიმოთ მთელი კორპუსით და ამოიძახოთ. მსგავსი ვარჯიში 3 წუთის მანძილზე ტკივილისგან გიხსნით.