ახლახანს ავარიას ექიმი ემსხვერპლა,სად მოხდა შემთხვევა?

ცოტა ხნის წინ ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას გურია ნიუს  ავრცელებს.

ავარია ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას საჭესთან მყოფმა მძღოლმა ვერ მოირგო მართვა, რის შედეგადაც ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა.

დაშავებულები ცოლ-ქმარი იყვნენ. ექიმი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია – მას დაუდგინდა ინფარქტი და ფილტვის დაზიანება. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი მკურნალობა გრძელდება.

სამართალდამცავები შემთხვევის მიზეზებს ადგენენ. ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, რა ფაქტორებმა გამოიწვია ავარია.

კომენტარის დატოვება