ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა,რა ვითარეება ამ დროისთვის?

ლოს-ანჯელესში მასტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი ქალაქ პასადენას სამხრეთით.

მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა, 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია ათი ათასზე მეტი სახლი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლოს ანჯელესის ჯოჯოხეთური ცეცხლი  საომარ ველს შეადარა.

კომენტარის დატოვება