ოზურგეთში გოლიათი ბიჭი დაიბადა: ვაჩე კვერღელიძე 5.6 კილოგრამით დაიბადა
ოზურგეთში, კლინიკა მედალფაში, 8 იანვარს განსაკუთრებული მოვლენა მოხდა — დაიბადა „გოლიათი ბიჭი, ვაჩე კვერღელიძე, რომლის წონაც 5.600 კილოგრამია.
მერის მოლოცვა და სტუმრობა
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, პატარას დაბადება სოციალურ ქსელში მიულოცა და აღნიშნა, რომ ვაჩესთან ერთად სხვა ახალშობილებიც მოინახულა.
ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები — დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს! — წერს თალაკვაძე.