რა წერილს ავრცელებს ნიკა მელია!?

55 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. აღნიშნული ტრაგედია კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აღნიშნა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ბაჩუკი ქარდავაზე უკვე წარსულში საუბარი ძალიან მტკივნეულია. ჩემთვის ის ბავშვობასთან და ზუგდიდთან არის დაკავშირებული. ჩვენი ოჯახები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ვარშავის ქუჩაზე. ის ჩემზე ათი წლით უფროსი იყო და ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩეოდა ჩემ მიმართ.

ბავშვობის მოგონებებიდან ძალიან ბევრი რამ დამრჩა – ფეხბურთის თამაში, მეზობლების ბაღებიდან თხილის მოპარვა და, რა თქმა უნდა, პირველი ჭიქა ღვინო, რომელიც სწორედ ბაჩუკის ოჯახში გავსინჯე და მაშინვე დავთვერი.

ბაჩუკი ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო, თუმცა ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი მისი საქმიანობის მნიშვნელობას. მოგვიანებით, როცა ერთად მოგვიწია ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, ურთიერთობაში ყოველთვის განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი.

ნათელი მის სულს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი ოჯახის წინაშე,“ – წერს ნიკა მელია.

კომენტარის დატოვება