ფილმის მარტო სახლში“ რეჟისორმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო გაამხილა

საკულტო საახალწლო ფილმის „მარტო სახლში ” რეჟისორმა, საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი კამათი იმის შესახებ, თუ საიდან იღებდნენ კევინ მაკკალისტერის მშობლები თანხებს ჩიკაგოში ლამაზი და უზარმაზარი სასახლისთვის.

The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში მან განმარტა, რომ ფილმში რამდენიმე მინიშნება იყო იმის შესახებ, თუ რას აკეთებდნენ და რას საქმიანობენ კევინის მშობლები. მაგალითად, ყურადღებიანმა მაყურებლებმა შეიძლება შეამჩნიონ მანეკენები, რომლებიც ბიჭმა სახლში დაამონტაჟა ქურდების დასაშინებლად პირველ ნაწილში.

ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ კეიტ მაკკალისტერი „იყო ძალიან წარმატებული მოდის დიზაინერი”, – ამბობს რეჟისორი.

რაც შეეხება პიტერ მაკალისტერს, რომელსაც ჯონ ჰერდი ასრულებს, დეტალები გარკვეულწილად ბუნდოვანია – რეჟისორს არ ახსოვდა მისი ზუსტი პროფესია. კევინის მამა შესაძლოა რეკლამაში მუშაობდა.

ფილმი „მარტო სახლში“-ს დეტალები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ:

ჯო პეში, რომელიც ქურდი ჰარის როლს ასრულებდა, საკულტო ქუდის სცენის გადაღებისას დაიწვა. ამის შესახებ მან მხოლოდ რამდენიმე წლის წინ თქვა.

გარდა ამისა, ჯო პეშიმ აღიარა, რომ გადაღებების დროს შეგნებულად ცდილობდა ნაკლები კონტაქტი ჰქონოდა კევინის როლის შემსრულებელ მსახიობთან, რათა კადრში გმირებს შორის დინამიზმი შენარჩუნებულიყო.

კომენტარის დატოვება