რამდენად შეესაბამებით თქვენი ზოდიაქოს ნიშანს? ასტროლოგიური ტესტი

ყვე­ლა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა, რო­მელ­საც კი­თხუ­ლობთ, არის, ზო­გა­დი, კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ­ზე, ას­ტრო­ლო­გია პა­სუხს გაგ­ცემთ თქვე­ნი პი­რა­დი რუ­კის გან­ხილ­ვის შემ­დეგ. თუმ­ცა, სა­ნამ პი­რად რუ­კას შე­ად­გენთ, გა­ვი­ა­როთ ტეს­ტი და ვნა­ხოთ, რო­გორ ემ­თხვე­ვით თქვე­ნი მზის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს.

უპა­სუ­ხეთ კი­თხვებს თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ვა­რი­ან­ტის არ­ჩე­ვით.

ბო­ლოს და­ით­ვა­ლეთ რამ­დე­ნი პა­სუ­ხი გაქვთ ა, ბ, გ და დ პა­სუ­ხე­ბი.

. რო­გორ უმკლავ­დე­ბით მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს?

ა. მშვი­დად ვე­ძებ პრაქ­ტი­კულ გა­მო­სა­ვალს.

ბ. ემო­ცი­უ­რად ვღე­ლავ, მაგ­რამ ვცდი­ლობ ადაპ­ტი­რე­ბას.

გ. ვი­ღებ გა­მოწ­ვე­ვას და წინ მივ­დი­ვარ ენ­თუ­ზი­აზ­მით.

დ. ვა­ა­ნა­ლი­ზებ, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნო სი­ტუ­ა­ცია ჩემს სა­სარ­გებ­ლოდ.

2. რა არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში?

ა. მიღ­წე­ვე­ბი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

ბ. ღრმა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რე­ბი.

გ. შთა­გო­ნე­ბა და მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

დ. კო­მუ­ნი­კა­ცია და ახა­ლი ცოდ­ნა.

3. რო­გორ გა­მო­ხა­ტავთ გრძნო­ბებს ჩვე­უ­ლებ­რივ?

ა. ზრუნ­ვი­თა და მოქ­მე­დე­ბით.

ბ. ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად, დახ­ვე­წი­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით.

გ. ცო­ცხლად და ემო­ცი­უ­რად.

დ. ლო­გი­კუ­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად, ვცდი­ლობ ყვე­ლა­ფე­რი გად­მოვ­ცე სი­ტყვე­ბით.

4. მუ­შა­ო­ბის რო­მე­ლი სტი­ლია თქვენ­თვის უფრო ახ­ლოს?

ა. მკა­ფიო გეგ­მით.

ბ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რით.

გ. სწრა­ფი და რთუ­ლი.

დ. სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს ინ­ტე­რაქ­ცი­ას და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას.

5. რო­გორ ის­ვე­ნებთ?

ა. სახ­ლში ან ბუ­ნე­ბა­ში გავ­დი­ვარ.

ბ. ჩა­ვი­ძი­რე­ბი მე­დი­ტა­ცი­ა­ში ან ვის­ვე­ნებ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

გ. აქ­ტი­უ­რად – დროს ვუთ­მობ სპორ­ტს ან მოგ­ზა­უ­რო­ბას.

დ. ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს, ვსწავ­ლობ ახალს ან ვე­სა­უბ­რე­ბი მე­გობ­რებს.

6. რო­გორ რე­ა­გი­რებთ კრი­ტი­კა­ზე?

ა. ვუს­მენ და ვი­ყე­ნებ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ბ. გულ­თან მი­მაქვს, მაგ­რამ ვცდი­ლობ არ შე­ვიმ­ჩნიო.

გ. შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვე­ბი და­მა­წყდეს, მაგ­რამ სწრა­ფად მა­ვი­წყდე­ბა.

გ. ვა­ა­ნა­ლი­ზებ, მაგ­რამ არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას კრი­ტი­კამ ჩემ­ზე ზედ­მე­ტად იმოქ­მე­დოს.

7. რა გი­ბიძ­გებთ წინსვლის­კენ?

ა. ხი­ლუ­ლი შე­დე­გე­ბი და აღი­ა­რე­ბა.

ბ. ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან.

გ. ოც­ნე­ბე­ბი­სა და ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

დ. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი.

8. რო­გორ იქ­ცე­ვით კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

ა. ვცდი­ლობ კომ­პრო­მი­სის პოვ­ნა და კონ­ფლიქ­ტის დამ­შვი­დე­ბას.

ბ. ში­ნა­გა­ნად ვღე­ლავ, მაგ­რამ მშვი­დო­ბი­ან გა­მო­სა­ვალს ვე­ძებ.

გ. ვი­ცავ ჩემს თვალ­საზ­რისს აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად.

დ. მირ­ჩევ­ნია კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა ლო­გი­კი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

9. ჩა­მოთ­ვლი­ლი კი­თხვე­ბი­დან რო­მე­ლი გა­წუ­ხებთ ყვე­ლა­ზე ხში­რად?

ა. რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და წარ­მა­ტე­ბას?

ბ. რო­გორ შევ­ქმნა ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში?

გ. რო­გორ გავ­ხდეთ ლი­დე­რი და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ სა­კუ­თა­რი თავი?

დ. რო­გორ შე­მიძ­ლია ვის­წავ­ლო მეტი და და­ვეხ­მა­რო სხვებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­გე­ბა­ში?

10. რო­გორ იღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

ა. ვწო­ნი და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს და რა­ცი­ო­ნა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვი­ღებ.

ბ. ვენ­დო­ბი ჩემს ინ­ტუ­ი­ცი­ას და გრძნო­ბებს.

გ. ვმოქ­მე­დებ სწრა­ფად და გა­დამ­წყვე­ტად.

დ. ვა­ა­ნა­ლი­ზებ სი­ტუ­ა­ცი­ას სხვა­დას­ხვა კუ­თხით.

გა­მოთ­ვა­ლეთ შე­დე­გე­ბი:

მეტი პა­სუ­ხი ა: თქვე­ნი თვი­სე­ბე­ბი უფრო შე­ე­სა­ბა­მე­ბა მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებს (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა). თქვენ ხართ პრაქ­ტი­კუ­ლი, სან­დო და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი.

მეტი ბ: თქვე­ნი თვი­სე­ბე­ბი ასა­ხავს წყლის სტი­ქი­ას (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი). თქვენ ხართ სენ­სუ­ა­ლუ­რი, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი და ღრმა გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი.

მეტი გ: თქვენ ხართ ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნა­თე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი). თქვენ გაქვთ ენერ­გია, ვნე­ბა და ამ­ბი­ცია.

მეტი დ: თქვენ მი­ე­კუთ­ვნე­ბით ჰა­ე­რის სტი­ქი­ას (ტყუ­პი, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი). ინ­ტე­ლექ­ტი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სი­მარ­ტი­ვე თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რეა.

რას ნიშ­ნავს თქვე­ნი შე­დე­გი?

თუ თქვე­ნი თვი­სე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა თქვენს მზის ნი­შანს, გი­ლო­ცავთ – თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ხართ! თუ არა, შე­საძ­ლოა თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზე სხვა ელე­მენ­ტებ­მა (მთვა­რემ, ას­ცენ­დენ­ტმა და კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში პლა­ნე­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბამ) უფრო დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა თქვენს პი­როვ­ნე­ბა­ზე.

კომენტარის დატოვება