წნევის არასწორი დონე ადამიანებისთვის უამრავი პრობლემის საფუძველი შეიძლება გახდეს. მსგავსი დისკოფროტი როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ყოველდღიური აქტივობის სიჯანსაღეზეც ახდენს გავლენას.
წნევის დასარეგულირებლად მრავალფეროვანი მედიკამენტების არჩევანი არსებობს, რომელიც ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით უნდა მოიხმაროთ. თუმცა, თქვენ ასევე საკუთარ თავსაც შეგიძლიათ გამოუწეროთ ერთი ორიგინალური მედიკამენტი ჯანსაღი დიეტის სახით, რომელიც რეცეპტს არ საჭიროებს.
1. კენკრა
მოცვი, მარწყვი და ჟოლო წნევის დასარეგულირებელ სასარგებლო ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. ისინი ასევე იდეალური ნატურალური წამალია სისხლის მიმოქცევის გასაკონტროლებლად.
2. ბანანი
ბანანი პოტასიუმითაა მდიდარი, რაც ასევე წნევის ჯანსაღ ნორმებში მოქცევას უზრუნველყოფს. ამ დესერტის მირთმევა თქვენს სხეულში წყლის იდეალურად განაწილებას უწყობს ხელს და მსგავსი გზით არეგულირებს სისხლის წნევას.
3. ნიორი
ნიორი ნიტრიციდებითაა სავსე, რაც თქვენი არტერიების გაფართოების სტიმულირებას იწვევს, შესაბამისად სისხლის წნევაც დაბლა იწევს.
4. შავი შოკოლადი
ბოლო წლების სამეცნიერო გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ის ვინც ნორმალური რაოდენობის შავ შოკოლადს მიირთმევს, კარდიოვასკულარული დაავადებების დაბალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა.
შეგიძლიათ ეს გემრიელი დესერტი იოგურტში გაურიოთ და ყველაზე სასარგებლო დიეტის მთავარ კოზირად აქციოთ.
5.მწვანე სალათი
მაღალი წნევასთან საბრძოლველად ყველაზე მეტად თქვენ სხეულს პოტასიუმი სჭირდება, რომლის მიღებასაც ჭარხლის, ისპანახისა და მსგავსი ტიპის მწვანე პროდუქტებით შეძლებთ.