“ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება…”, – მარინა ცხონდია

მარინა ცხონდია კვირის პალიტრასთან – ჩემი მომავალი მეუღლე ნავთობის მილების მწარმოებელი შვედური ფირმის პრეზიდენტი ულოფ აქსელი მოსკოვში გავიცანი. ამ კომპანიაში თარჯიმნად მიმიწვიეს. აქსელმა, ჩემზე 26 წლით უფროსმა კაცმა, მოულოდნელად ხელი მთხოვა. ვუთხარი, საქართველოში ასეთი ქორწინება არ არის მიღებული-მეთქი. რა გავაკეთო, რომ ეს “ნაკლი” გამოვასწოროო. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, საფრანგეთში წასვლა მომიგვარე დედაჩემის დედასთან, რომელმაც 18 მოწვევა გამომიგზავნა და არ მიშვებენ-მეთქი.

არ მჯეროდა, თუ ამას მოახერხებდა, მაგრამ მალე პასპორტიც გამიკეთა, რაც მაშინ ძალიან ძნელი იყო – გადასახლებაში დაბადებულ ბავშვებს არქივში არ აღრიცხავდნენ.

წყარო: kvirispalitra.ge

კომენტარის დატოვება