საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

“ამა წლის 22 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ღირსი ექვთიმე გაენათელის (შარვაშიძე) სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (შარვაშიძე).

მღვდელ-მონაზონი იაკობი დაიკრძალება სამშაბათს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ იაკობის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი იაკობი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება