თბილისში ქალის ცხედარი იპოვეს.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის ქალი 3 დღე გაუჩინარებული იყო. ოჯახის წევრებმა ქალის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.