ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

“ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ს დირექტორის, ვალტერ დე მაჯიოს განცხადებით, „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს, კრიშტიანო ჯუნტოლის ხვიჩა კვარაცხელიას წაყვანა სურს.

„”კვარასთან მუშაობა ისევ სურს. “იუვენტუსს“ შეუძლია დიდი თანხა გაიღოს, თუ დუშან ვლაჰოვიჩის სარფიანად გაყიდის. ვნახოთ, ეს ჭორი რამდენად მართალი გამოდგება”. – აღნიშნა დე მაჯიომ.

მანამდე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფრორმაცია, რომ “ბარსელონა“ მზად არის, ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. სერია A-ს მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, კვარაცხელიამ მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

Whoscored-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელა და “კვარას“ საშუალო შეფასება 7.23 გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „”“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.

“პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, “ატალანტას“, “ინტერსა“ და “ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „“ნაპოლიმ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და “რომას“ დაუპირისპირდება

კომენტარის დატოვება