უმუშევრობის დონემ მესამე კვარტლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონემ მესამე კვარტლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8%-ი შეადგინა.

ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა.

მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა.

კომენტარის დატოვება