ინტერნეტში ცოტა ხნის წინ ძალიან სამწუხარო ცნობა გავრცელდა. გარდაიცვალა შორენა ონიანი, რომელიც ტყუპების გაჩენის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო.მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, შეორენა ონიანის მეუღლე გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში წერდა:
“ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება ჩვენი ტყუპების ამბავით ხო ღრუბლებში დავფრინავდით ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს რო ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს, ჩემი ნება როიყოს მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო ჭირდება, ილოცეთ მისთვის ილოცეთ მისი პატარებისთვის შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა დაჩი და დანიელი რომლებიც მაძლევენ იმის ძალას რო მეც ჩემ სიყვარულთან ერთად არვიყო მის მდგომარეობაში, ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში მის ძმასთან ერთად უფალო მოახდინე სასწაული“