ნინა თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნინა თიბილაშვილი ეტლით ფარიკაობაში პიზა 2024 მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო ბრძოლა კი ანგარიშით 9:15 პოლონელ კინგა დროჟთან დათმო და საბოლოოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარის დატოვება