ბაბი კირკიტაძე “იმედის დღეს” ესტუმრა და რუბრიკაში “ფილტრის” გარეშე საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ დომინანტი ქალის როლი მოსწონს – “ბავშვობიდან იმდენ რამეზე მომიწია პასუხისმგებლობის აღება, ეტყობა, ხასიათშიც მქონდა ეს შტრიხები. მიყვარს, როცა პასუხისმგებლობას ვიღებ, ბოლომდე მივიყვანო”.
ეკო ფანგანის რეპლიკას, რომ მამაკაცებს დომინანტი ქალები არ უყვართ, მომღერალი ასე პასუხობს:
“ამიტომაც არ მყავს არავინ, წლებია, ასე ვარ… და არ მაწუხებს, სხვათა შორის… ხომ არის, ჭკუას რომ გარიგებენ, ცოტა ქალური უნდა იყო და დათმოო, არ ვიცი, ეს როგორ ხდება…”