პომიდორი, როგორც ნატურალური ბოტოქსი – დედაჩემის შედეგის წყალობით უარი ვთქვი ინექციებზე

დედები არასდროს ამბობენ სიმართლეს, როცა საქმე ასაკს ეხება. მთავარია სულში რამდენი წლის ხარ! ხშირად ასაკში შესული ადამიანები ისე გამაოგნებლად გამოიყურებიან, მათი გვშურს და ვერაფრით წარმოვიდგენთ რეალურ ასაკს.

სახის გამწმენდი ნიღაბი

ცხოვრების სწრაფ რიტმში ბევრი ქალბატონი ყოველდღე საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფას ვერც კი ასწრებს – სამსახურისგან დაღლილები, სადილის მომზადების აუცილებლობით, სახლის რუტინით, ბავშვების მოვლით – ერთადერთი რაც თანამედროვე ქალს სურს, დასვენებაა. დრო მიდის, ახალგაზრდობა მიყვება, სახეზე ნაოჭები ჩნდება…

ჭვიანი ადამიანები ამბობენ: “თავის მოვლა – საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გამოვლინებაა.” და არასდროსაა გვიან დაიწყოთ.

პომიდვრის ნიღაბი სახისთვის, ფორებს საგულდაგულოდ ასუფთავებს. სასურველია ის კვირაში ერთხელ, ძილის წინ წაისვათ. ერთი თვის განმავლობაში რეგულარული გამოყენება სასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ.

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ამ ნიღბის მთავარ ინგრედიენტად პომოდორია არჩეული. მაგრამ, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ პომიდორში ძლიერმოქმედი ანტიოქსიდანტია – ლიკოპენი, რომელიც კანს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და ნაოჭებს ასწორებს. კანი “პომიდვრის ბოტოქსის” შემდეგ განახლებული, მბრწყინავი და ძალიან ნაზია.

დადასტურებულია, რომ პომიდვრის რეგულარული მოხმარება პროკოლაგენის ხარისხს ზრდის, რომლის ნაკლებობის შემთხვევაშიც კანის პრობლემები იქმნება. პროკოლაგენი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და დაბერების პროცესს აფერხებს. თუ პომიდორებს საშინაო ნიღბებისთვის გამოიყენებთ, ეფექტი საკმაოდ გაძლიერდება.

მაქსიმალური შედეგისთვის, განსაკუთრებული კომპონენტი უნდა დაამატოთ. აი, რეცეპტიც:

ინგრედიენტები
  • 1 პომიდორი
  • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 0,5 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი


ეს რეცეპტი როგორც ნორმალურ, ისე მშრალ კანს უხდება. ცხიმიანი კანის მფლობელებმა სჯობს ზეითუნის ზეთი ბერძნული თხილის ან ყურძნის თესლის ზეთით ჩაანაცვლონ. ხარისხიანი პომიდორი აარჩიეთ, გარეგნული ზიანის გარეშე. თუ პომიდორზე ალერგია გაქვთ, მსგავსი ნიღბის გაკეთებას ნუ გარისკავთ.

მომზადებამდე პომიდორი მოათავსეთ მდუღარე წყალში და კანი გააცალეთ. ბლენდერით ერთნაირ მასამდე მიიყვანეთ. 2 ს.კ. მასა სახამებელთან შეურიეთ და დაამატეთ ზეთი. გაათბეთ წყლიან ჭურჭელში, მუდამ ურიეთ. საჭიროა ნიღაბი მსუბუქად გამაგრდეს.


გაციებული მასა კანზე მსუბუქი მოძრაობებით დაიტანეთ. 25 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-2ჯერ 1 თვის განმავლობაში. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.

კომენტარის დატოვება