სასუნთქი გზები ცივ სეზონზე წნეხის ქვეშ ექცევა. ინფექციური დაავადებები და გაციება ორგანიზმს გამოცდის. ერთხელ ავად გახდომისას, მუდამ გვაწუხებს ხველა და არ ვიცით რომელი აბები ან სიროფები გამოვიყენოთ.
ამ დროს ცოტა თუ იხსენებს სახალხო მეთოდებს, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევიან. თანაც მსუბუქად მოქმედებენ და ორგანიზმს სტრესს არ აყენებენ.
წარმოგიდგენთ მეთოდს როგორ გავწმინდოთ ფილტვები სახლის პირობებში სტაფილოს სიროფის მეშვეობით. შესანიშნავი საშუალება, რომელიც ტოქსინებს გამოდევნის.
ეს სახალხო მედიკამენტი სტაფილოზეა დაფუძნებული. სტაფილოსფერი ბოსტნეული არამხოლოდ ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, არამედ ძლიერი ანტიოქსიდანტი. სტაფილოს მეშვეობით მუდმივი ხველისგან განიკურნებით.
ინგრედიენტები
- 500 გ გასუფთავებული სტაფილო
- 4 ს.კ. თაფლი
- 3 ჭ. წყალი
მომზადების ხერხი
გასუფთავებული სტაფილო კუბიკებად დაჭერით, დაასხით წყალი და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ.
მიიყვანეთ ერთიან მასამდე. დაამატეთ თაფლი და საგულდაგულოდ აურიეთ.
მიიღეთ 4 ს.კ. სიროფი დღეში და მალე სუნთქვა უფრო გაგიადვილდებათ. მთავარია, უკუჩვენებების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ კონკულტაცია ექიმთან.
სტაფილოს სიროფი ორგანიზმს სხვა სარგებელსაც მოუტანს: შეამცირებს ქოლესტერინის ხარისხს, გააუმჯობესებს საკვების გადამამუშავებელ სისტემას, დაიცავს გულს და კიბოს წარმოშობის შესაძლებლობასაც მინიმუმადე დაიყვანს.
მასში შემავალი ვიტამინები ამაგრებს კბილებს და ძვლებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ასევე, სტაფილო სასარგებლოა გონებისთვის, ამიტომაც მისი რაციონში შეტანა აუცილებელია.