ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება – რა ფოტოს აქვეყნებს “ინსტაგრამზე” და რა არის ცნობილი მისი ახალი სიყვარულის შესახებ?

ლელა კი­ლა­ძე მე­ხუ­თე შვილს ელო­დე­ბა. ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ ქალი რამ­დე­ნი­მე თვის ორ­სუ­ლია ინ­სტაგ­რა­მის სთო­რი­ში, კი­ლა­ძის დე­ი­დაშ­ვილ­მა მარი გოშ­ხე­თე­ლი­ან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ცნო­ბილ სა­ხეს ახ­ლა­ხან შე­უს­რულ­და 41 წელი. იუ­ბი­ლე გა­მორ­ჩე­უ­ლი წვე­უ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­საც ლე­ლას სამი ყო­ფი­ლი ქმა­რი და ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

  • ლელა კი­ლა­ძეს ოთხი ქორ­წი­ნე­ბი­დან ოთხი შვი­ლი ჰყავს. ქალი პირ­ვე­ლად მა­შინ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, რო­დე­საც მა­შინ­დელ თბი­ლი­სის მერ­ზე გიგი უგუ­ლა­ვა­ზე იქორ­წი­ნა. ლე­ლას­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა იყო. უგუ­ლა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლელა მა­საც და­შორ­და და ამ­ჯე­რად გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე უჩივ­ლა და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი და­ა­კა­ვეს. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, გუ­კამ ლე­ლას სა­ჯა­რო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და წყვი­ლი შე­რიგ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ლელა ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ყო­ფილ ქმარ­თან, გი­ორ­გი ცა­გა­რელ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა და წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ერ­თად არი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს, სა­დაც გრძნო­ბებს არ მა­ლა­ვენ.

მარ­თა­ლია, ცა­გა­რელ­სა და კი­ლა­ძეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უქორ­წი­ნი­ათ, თუმ­ცა რო­გორც ფო­ტო­ზე ჩანს და ჩვე­ნი წყა­როც ადას­ტუ­რებს, ისი­ნი სა­ერ­თო შვილს ელო­დე­ბი­ან.

კომენტარის დატოვება