ხაბეიშვილი: ,”დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ – გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა”

დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ, – აღნიშნულის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

,”მიზანმიმართული დაშინება, დაორგანიზებული თავდასხმები ,რომ შემდეგ მედიაში იტრიალოს, ხალხი შეშინდეს, დაიზაფროს …
არასდროს შეშინებია ქართველს ,როცა თავისი სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს იცავდა. არანაირი შფოთვა და შიში ! თუ ვინმე დამფრთხალია , ეს არის ევროპაზე, დასავლეთზე უარის განმცხადებელი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.
ლაჩარს და მხდალს ყველა თავისნაირი ჰგონია ! დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ… ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა – გამძლეობა და მხნეობა, ჩემო სადარდელო ქვეყანავ
არა რუსულ კანონს! კი ევროპას”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარის დატოვება